LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: „იმის გათვალისწინებით, რომ ფრანგების 61% მხარს უჭერს მაკრონის გადადგომას და 50%-ს სურს ეროვნული ასამბლეის დაშლა, ახალი არჩევნები პოლიტიკური კრიზისიდან კარგი გამოსავალი შეიძლება იყოს“

229
შალვა პაპუაშვილი

„იმის გათვალისწინებით, რომ ფრანგების 61% მხარს უჭერს პრეზიდენტ მაკრონის გადადგომას და 50%-ს სურს ეროვნული ასამბლეის დაშლა, ახალი არჩევნები, შეიძლება, პოლიტიკური კრიზისიდან კარგი გამოსავალი იყოს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

„ემანუელ მაკრონი ხაზს უსვამს, რომ ახალი არჩევნები შეიძლება პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი იყოს“ – საფრანგეთის ელჩი საქართველოში

„არა ის, რომ საფრანგეთის საშინაო პოლიტიკაში ჩარევას ვაპირებ, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ფრანგების 61% მხარს უჭერს პრეზიდენტ მაკრონის გადადგომას და 50% სურს ეროვნული ასამბლეის დაშლა, ახალი არჩევნები, შეიძლება, პოლიტიკური კრიზისიდან კარგი გამოსავალი იყოს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ცნობისათვის, 6 დეკემბერს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ფრანგ დიპლომატებთან შეხვედრა გამართა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოში საფრანგეთის ელჩმა შერაზ გასრმა სოციალურ ქსელში დაწერა, „ემანუელ მაკრონი საქართველოში დემონსტრანტებისა და სალომე ზურაბიშვილის გამბედაობას აფასებს და ხაზს უსვამს, რომ ახალი არჩევნები შეიძლება პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი იყოს“.

magti 5g