LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: „შიდა ტერორისტული ჯგუფი გვყავს, რომელთაც ღამე ეწყებათ ემოციური გაღიზიანება, ვხედავთ მათ მოძრაობას ქუჩაში, დილით, ღმერთის წყალობით, მშვიდად არიან, თუმცა ღამე უნდა ვერიდოთ, რადგან გამწვავებები ემართებათ“

116
შალვა პაპუაშვილი

„ის, რასაც პრეზიდენტი ტრამპი ეძახის „შიდა ტერორიზმს“, ასეთი შიდა ტერორისტული ჯგუფი გვყავს ადამიანების, რომელთაც ღამე ეწყებათ ემოციური გაღიზიანება, ვხედავთ მათ მოძრაობას ქუჩაში. დილით ღმერთის წყალობით, მშვიდად არიან და ქვეყანას შეუძლია მშვიდად იცხოვროს, თუმცა, ღამე უნდა ვერიდოთ იმიტომ, რომ ღამღამობით გამწვავებები ემართება“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი 4 ოქტომბერს, არჩევნების დღეს დაანონსებული „ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობის“ იდეას.

შალვა პაპუაშვილის სიტყვებით, „ეს შიდა ტერორისტული დაჯგუფებაა, რომელთა გაცხადებული მიზანიც არის ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლა“.

ნინო წილოსანი: „მშვიდობიანი დამხობისკენ“ მოწოდება არის კანონსაწინააღმდეგო მოქმედება, რაც კანონით ისჯება, მოვითხოვ, ყველა ადამიანი, ვინც ამგვარ მოწოდებას ან მცდელობას განახორციელებს, კანონით შესაბამისად იყოს დასჯილი“

„ვხედავთ, რომ ნულოვანი მხარდაჭერა არის მათ მიმართ. არის ადამიანების მარგინალიზებული ჯგუფი, რომელთაც არაფერი აქვთ, გარდა იმისა, რომ ისტერია, ბოღმა, ძალადობა, შეურაცხყოფა ანთხიონ. ის, რასაც პრეზიდენტი ტრამპი ეძახის „შიდა ტერორიზმს“, ასეთი შიდა ტერორისტული ჯგუფი გვყავს ადამიანების, რომელთაც ღამე ეწყებათ ემოციური გაღიზიანება, ვხედავთ მათ მოძრაობას ქუჩაში. დილით ღმერთის წყალობით, მშვიდად არიან და ქვეყანას შეუძლია მშვიდად იცხოვროს, თუმცა, ღამე უნდა ვერიდოთ იმიტომ, რომ ღამღამობით გამწვავებები ემართებათ.

ეს შიდა ტერორისტული დაჯგუფებაა, რომელთა გაცხადებული მიზანიც არის ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლა. მათ გაცხადებული აქვთ, რომ ისინი უარს ამბობენ დემოკრატიულ გზაზე. მათი დიდი ნაწილი ფორმალურადაც ჩაეხსნა არჩევნებს, არ მონაწილეობენ, მეორე ნაწილი ფორმალურად მონაწილეობს, თუმცა ესეც ამ გეგმის ნაწილია. შედეგი ნულოვანია მათთვის, რა თქმა უნდა, ხალხის მხარდაჭერის არავითარი იმედი არ აქვთ.

თუმცა, ზუსტად ეს ღამის გამწვავებები, რასაც ვხედავთ, ესენი არიან ჩარლი კირკის მკვლელის იდეოლოგიის მატარებელი ადამიანები. ვნახეთ აქ, თუ რა რეაქციები ჰქონდათ ამ მკვლელობაზე, როგორ ქილიკობდნენ, გაუხარდათ. ეს არის იგივე ტერორისტული იდეოლოგია, რომელიც დღეს აშშ-ს პრობლემას უქმნის. ასე, რომ ამ შიდა ტერორისტების მხრიდან არაფერი გამორიცხული არ არის. ამიტომ, საზოგადოება ფხიზლად უნდა იყოს“,- თქვა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი გახარია: „მოქალაქეებს ეუბნები, რომ 4 ოქტომბერი უნდა იყოს მშვიდობიანი დამხობის დღე და რევოლუციის რესურსი არ გაქვს, შემდეგ დააბრალებენ ხალხს, არასაკმარისი გამოვიდა, ჩვენ რა ვქნათო“

თეა წულუკიანი: „ზოგიერთმა ფსიქოლოგები უნდა იქირავოთ, 5 ოქტომბრის დილას ეს დროშა მოსახსნელი იქნება მხრებიდან და უკუღმა რომ აცმევენ, ის „რუბაშკა“ მოსარგები ამავე მხრებზე“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g