პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის 17 დეკემბრის სხდომას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც შალვა პაპუაშვილი „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე წერს, „თუკი ვინმეს აინტერესებს, როგორ გამოიყურება ევროპის ცივილიზაციური უფსკრული, ევროპარლამენტის გუშინდელ სხდომას უნდა უყუროს“.
„დისკუსიის ნაცვლად – ზიზღი, ფაქტების ნაცვლად – ტყუილი, პასუხისმგებლობის ნაცვლად – ცივილიზაციურად აღმატებულის პოზა.
ეს ის ევროპა აღარაა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ“, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
თუკი ვინმეს აინტერესებს, როგორ გამოიყურება ევროპის ცივილიზაციური უფსკრული, ევროპარლამენტის გუშინდელ სხდომას უნდა უყუროს….
Posted by შალვა პაპუაშვილი • Shalva Papuashvili on ოთხშაბათი, 17 დეკემბერი, 2025
