LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: „ვნახეთ სხვადასხვა მეთოდი, თუ როგორ ესხმიან საქართველოს თავს, მის დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უფლებას, ერთ-ერთი ასეთი გამოვლინებაა ბრიუსელიდან სხვადასხვა ტიპის შეკრებები თუ განცხადებები“

140
შალვა პაპუაშვილი

„ჩვენ ვნახეთ სხვადასხვა მეთოდი, თუ როგორ ესხმიან თავს საქართველოს, მის დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უფლებას. ერთ-ერთი ასეთი გამოვლინება არის ბრიუსელიდან სხვადასხვა ტიპის შეკრებები თუ განცხადებები“, – ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ დღეს საქართველოს საკითხის განხილვას.

კაია კალასი – განვიხილავთ, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია საქართველოსთან დაკავშირებით, რადგან მთავრობა სწორი მიმართულებით ნამდვილად არ მიდის

შალვა პაპუაშვილის თქმით, „სანამ ბრიუსელი მკვეთრად არ დაგმობს 4 ოქტომბრის ძალადობას, მანამდე მათი არცერთი სიტყვა ქართული საზოგადოებისთვის ღირებული არ არის“.

„მანამ, სანამ ბრიუსელი მისი საგარეო საქმეთა მინისტრების ფორმატში, საბჭოს ფორმატში თუ ნებისმიერ ფორმატში მკვეთრად და ცხადად არ დაგმობს 4 ოქტომბრის ძალადობას, თავდასხმას პრეზიდენტის სასახლეზე, რომელსაც წინსწრებით მხარდაჭერა გამოუცხადა ევროკომისიამ მისი პრესსპიკერის სახით, მანამდე მათი არცერთი სიტყვა ქართული საზოგადოებისთვის ღირებული არ არის. მაშინ, როდესაც ევროკომისიამ მისი პრესსპიკერის პირით მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოში ძალადობას, ნეპალის სცენარს, ხელისუფლების დამხობას, აგერ 5 თვე გავიდა და ერთი სიტყვაც კი არ გვესმის, ისეა გატრუნული ყველა ბრიუსელში, მანამდე საქართველოსთან დაკავშირებით მათი ნებისმიერი განცხადება სწორედ ამ კონტექსტში უნდა დავინახოთ, როგორც საქართველოში ანტიდემოკრატიული ძალების მხარდაჭერის გაგრძელება“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს წინასწარი დღის წესრიგის თანახმად, ბრიუსელში, 16 მარტს დაგეგმილ შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრები სხვა თემებთან ერთად, საქართველოს საკითხზეც იმსჯელებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g