LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შამბა: რუსეთ-საქართველოს ურთიერთდამოკიდებულება იცვლება, გვირაბის მშენებლობას აპირებენ, რუსეთის საქართველოსთან დაკავშირებას

142
სერგეი შამბა

ოკუპირებულ აფხაზეთის ე.წ უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შამბა აფხაზ მოსახლეობას ბიჭვინთის სამთავრობო აგარაკების რუსეთისთვის გადაცემისკენ მოუწოდებს და ერთ-ერთ არგუმენტად შეცვლილი მსოფლიო დღის წესრიგი და რუსეთ-საქართველოს შორის შეცვლილი ურთიერთობები მოჰყავს.

როგორც შამბამ აფხაზური მედიის საშუალებით განაცხადა, ამჟამინდელი შეთანხმებით, მიწის იჯარით გადაცემის ბოლო ვადა განსაზღვრულია 49 წელი, შემდეგ კი უკვე შთამომავლები გადაწყვეტენ თუ როგორი ურთიერთობა ჰქონდეთ რუსეთთან.

„ვითარება საერთო კონტექსტში უნდა დავინახოთ, ურთიერთკავშირში, რაც დღეს მსოფლიოში ხდება.

ვხედავთ, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთდამოკიდებულება იცვლება, გვირაბის მშენებლობას აპირებენ, რუსეთის საქართველოსთან დაკავშირებას.

პაატა დავითაია: ბჟანიას დაუდეს რეკომენდაცია, ენგურის ხიდზე მოხსნას არსებული შეზღუდვები, რათა აფხაზეთი საქართველოსა და რუსეთს შორის ტრანზიტულ გზად იყოს გამოყენებული

აფართოებენ ზემო ლარსზე გამშვებ შესაძლებლობებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტებია, თუ გსურთ სურათის მთლიანობაში დანახვა, ამიტომ მოდი, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან ამოვიდეთ, ამჟამინდელი შეთანხმებით განსაზღვრულია მიწის იჯარით გადაცემის ბოლო ვადა 49 წელი, შემდეგ უკვე ჩვენი შთამომავლები გადაწყვეტენ, როგორი ურთიერთობა ჰქონდეთ რუსეთთან“, – განაცხადა სერგეი შამბამ.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება გეგმავს, რუსეთს ბიჭვინთის ტერიტორიები გადასცეს.

აფხაზეთის ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლომ, ბიჭვინთის რუსეთისთვის გადაცემაზე განაცხადი „პარლამენტს“ უკან დაუბრუნა

“რუსეთი გაძლებს ამ აგარაკის გარეშეც, გავძლებთ თუ არა ჩვენ რუსეთის მხარდაჭერის გარეშე, დიდი კითხვაა“ – ბჟანიას მოსახლეობა დაუპირისპირდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g