19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეში სულ უფრო მეტი შეუსაბამობა იკვეთება.
შაქარაშვილის მეგობრებმა ცრუ ჩვენებები მისცეს, ეს კი სატელეფონო ამონაწერიდან ხდება ცნობილი.
საქმის ერთ-ერთი მოწმე ჩვენებაში აცხადებდა, რომ მან შემთხვევის ადგილი დაახლოებით ღამის პირველ საათზე დატოვა, თუმცა სატელეფონო ანძის ჩანაწერებიდან ცნობილი ხდება, რომ მან ამ ტერიტორიიდან ბოლო სატელეფონო ზარი დაახლოებით 2 სთ-ზე განახორციელა.
საგამოძიებო უწყებამ თბილისის მერიას ე.წ. ჭკვიანი კამერების ამონაწერის მოთხოვნით მიმართა, რომელიც თბილისის შემოსასვლელშია, რაზეც მერიამ უარი განაცხდა. ჩანაწერებს ხანდაზმულობის ვადა გაუვიდა და აღარ არსებობს.
კითხვებს აჩენს ის ფაქტიც, რომ ადგილი, სადაც გურამ ამირხანაშვილი შემთხვევის ღამით იმალებოდა, გადამწვარია.
რატომ არის საქარაშვილის საქმეში სულ უფრო მეტი ბუნდოვანება, ამის თქმა ამ ეტაპზე ძალიან რთულია.
საბედისწერო სადღეგრძელო: რის გამო იჩხუბეს და რა გახდა ფეხბურთელის სიკვდილის მიზეზი
ვიდეო: 19 წლის ფეხბურთელის უკანასკნელი ვიდეო საბედისწერო წვეულებიდან
ვინ არიან სპორტსმენები, რომლებიც გიორგი შაქარაშვილის საქმეში ფიგურირებენ
19 წლის ფეხბურთელი გოგოს სიყვარულს შეეწირა? – რას ამბობს ბიძა