LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შარიტეს ქართველი ექიმი: “თუ კანზე გამონაყარი შეამჩნიეთ, ექიმს დაურეკეთ!..”

1357
tamar-zhamurashvili-newwss

შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის პნევმოლოგიისა და ინფექციოლოგიის განყოფილების ექიმ-ინტერნისტმა, პულმონოლოგ თამარ ჟამურაშვილმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის (NCCE) ორგანიზებულ ონლაინ შეხვედრაზე ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ აისახება ადამიანის კანზე კორონავირუსი. მან ბოლო კვლევებზე მიაწოდა ინფორმაცია ქართველ მაყურებელს. შეგახსენებთ, რომ შარიტეს კლინიკაში არა მხოლოდ პირველი აღმოჩენები კეთდება, არამედ ინერგება კიდევ მკურნალობის პროცესში. ის აღნიშნავს, რომ საქართველოში პროტოკოლი აუცილებლად შესაცვლელია.

თამარ ჟამურაშვილი:

რაც მეტად ინფორმირებულია ადამიანი, ამ პრობლემას უფრო კარგად გაუმკლავდება. შიშის დრო არ არის. ფსიქიკურად ერი თუ დაზიანდა, სავალალო შედეგი მოჰყვება. არ უნდა შევშინდეთ, ინფორმაცია უნდა მივიღოთ და გადავამუშაოთ.

მარტო ცხელებაზე დაკვირვება არ იქნება სწორი, რადგან მთელი რიგი სხვა სიმპტომებია, რაც კოვიდ 19-ს ახასიათებს. თუ სიცხე არ გაქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ გაქვს კორონავირუსი.

სიახლე არის ის, რომ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს მიოკარდიუმის ინფარქტი. თუკი სიცხე არ გაქვს და სხვა სიმპტომები და ტკივილია გულის არეში, არ ნიშნავს, რომ კორონავირუსი არ გაქვს. დაემატა ნევროლოგიური გამოვლინებებიც: თავის ტკივილი, თვალების ტკივილი, ხელ-ფეხის დაბუჟება, განსაკუთრებით ერთი მხარის, ასევე ვითარდება ცვლილებები კანზე, რითაც შეიძლება, დაიწყოს კორონავირუსი. თუკი კანზე შეამჩნიეთ გამონაყარი, გთხოვთ, დაურეკოთ დერმატოლოგებს და დაუსვათ კითხვები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g