LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შარლ მიშელი: შემაძრწუნებელია რუსეთის მიერ ავიაიერიშის განხორციელება ერთ-ერთ ძირითად რკინიგზის სადგურზე. ქმედება აუცილებელია!

75
შარლ მიშელი

„შემაძრწუნებელია რუსეთის მიერ ავიაიერიშის განხორციელება ერთ-ერთ ძირითად რკინიგზის სადგურზე. ქმედება აუცილებელია!“ – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში რკინიგზის სადგურზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები და უკრაინის დასახმარებლად მეტი იარაღი უკვე გზაშია.

„შემაძრწუნებელია რუსეთის მიერ ავიაიერიშის განხორციელება ერთ-ერთ ძირითად რკინიგზის სადგურზე, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის გამოიყენებოდა იმ რეგიონში, სადაც რუსეთი თავდასხმებს აძლიერებს. ქმედება აუცილებელია: მეტი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და მეტი იარაღი უკრაინისთვის გზაშია ევროკავშირის მხრიდან. ევროკავშირის სანქციების მეხუთე პაკეტი ახლახან დამტკიცდა.“– განაცხადა შარლ მიშელმა.

რუსებმა იცოდნენ, რომ კრამატორსკში სადგურზე მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ, ეს იყო მიზანმიმართული ხოცვა: დმიტრო კულება

შეგახსენებთ, რომ დონეცკის ოლქში, ქალაქ კრამატორსკში, რკინიგზის სადგურზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 ბავშვია.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

 

 

magti 5g