მედიაში ანასტასია შატალავას მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის, ლევან რაჯავის ჩვენება ვრცელდება. რაჯავი ჩვენებაში ყვება, თუ როგორ მივიდა მასთან ამავე საქმეზე ბრალდებული ბიძინა ხასია და როგორ დააკავეს ის სამართალდამცველებმა:
„მე ვიმყოფებოდი ჩემ საძინებელ ოთახში და კომპიუტერზე აზარტულ თამაშებს ვთამაშობდი. დაახლოებით, 3 საათისთვის დამირეკა ბიძინა ხასიამ, მკითხა სად ვიყავი და მეძინა თუ არა. ბიძინა ხასია ჩემს კორპუსში ჩემს სადარბაზოში ცხოვრობს, რამდენიმე წუთში ჩემთან მოვიდა.
მედიაში ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმიდან ამოღებული ფოტომასალა ვრცელდება
სათვალთვალო ვიდეომასალით გადაღებული ფოტოები საქმის მასალებში დევს და არსებული ინფორმაციით, აღბეჭდილია ის მომენტი, როდესაც დაუდგენელი პირი ტერიტორიაზე დამონტაჟებულ განათებებს აზიანებს.
მან მითხრა „შარში ვარ,“ მითხრა, რომ „ჩემმა მეგობარმა, ბექა ლატარიამ ვიღაც ქალს ესროლა იარაღი,“ არ უთქვამს რა იარაღით ესროლა, მან თქვა, ბექა ლატარია ჩემი მანქანით წამოვიყვანეო, თუ სად წაიყვანა არ უთქვამს.
როცა ვსაუბრობდით კარზე კაკუნის ხმა შემომესმა. მამაჩემმა კარი გაუღო და ჩვენთან შემოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები, წარმომიდგინეს დოკუმენტები და დაიწყეს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა. ჩხრეკის დროს ჩემს ოთახში საწოლის ქვეშ ბიძინა ხასიას მიაგნეს.
კითხვაზე გიპასუხებთ, როცა ბიძინა ხასია ჩემთან მოვიდა მითხრა, რომ შენთან გავჩერდები, ვერსად წავალო, მეც დავთანხმდი და ჩემთან დავტოვე.
კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ბიძინა ხასიას მონაყოლის შემდეგ პოლიციისთვის არ დამირეკავს, რადგან ბიძინა ჩემი მეგობარია, რის გამოც იგი შემეცოდა და ვერ დავურეკე, სხვა რაიმე საქმის შესახებ არ ვიცი,“ – ნათქვამია ჩვენებაში, რომელსაც „მთავარი არხი“ ავრცელებს.
ცნობისთვის, 25 წლის ანასტასია შატალოვა 18 ოქტომბერს, თბილისში, გვიან ღამით მოკლეს. ლევან რაჯავა სწორედ ამ საქმის ფიგურანტია. ბრალდების მხარე ლევან რაჯავს პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასა და დიდი ოდენობით ნარკოტიკების შენახვას ედავება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ამავე თემაზე:
ანასტასია შატალოვას მკვლელობაში ბრალდებულ სამივე პირს პატიმრობა შეეფარდა