LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შავი ქვრივის შესახებ ფილმისთვის სკარლეტ იოჰანსონი რეკორდული ოდენობის ჰონორარს მიიღებს

450

სტუდია Marvel სკარლეტ იოჰანსონს შავი ქვრივის შესახებ ცალკე ფილმში მონაწილეობისთვის რეკორდულ ჰონორარს გადაუხდის. საუბარია 25 მილიონ დოლარზე და იმ შემთხვევაში თუ ეს ინფორმაცია გამართლდა, იოჰანსონი მსოფლიო კინოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქაალი გახდება.

კომპანია Walt Disney საკმაოდ დიდი ოდენობის ინვესტიციას იმიტომ დათანხმდა, რომ პროექტის წარმატებაში ეჭვი არ ეპარება. კონტრაქტის პირობების თანახმად, იმ შემთხვევაში თუ ფილმის მოგება 900 მილიონ დოლარს გადააჭარბებს, იოჰანსონი მოგების დამატებით პროცენტებსაც მიიღებს და ჯამში მისმა ჰონორარმა შსაძლოა, 30 მილიონსაც გადააჭარბოს.

შეგახსენებთ, რომ ფილმის დიდ ეკრანებზე გამოსვლის თარიღად 2020 წელი სახელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები