„მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობა“ იყო და რჩება მავნებელ პოლიტიკურ ძალად, რომელსაც ქვეყანა და ხალხი არ ადარდებს. მისი თქმით, შეთანხმებაზე ხელის არ მოწერა, ასევე ნიკა მელიას გირაოს გადახდის საფუძველზე გამოსვლაზე გაჯიუტებაც ამის დასტურია.
როგორც ელისაშვილმა განაცხადა, “ნაციონალურ მოძრაობას” მხოლოდ ძალაუფლების წყურვილი და ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილი ამოძრავებს.
“მათ მხოლოდ ძალაუფლებაში დაბრუნება სწყურიათ, მეტი არაფერი უნდათ. არც ამ ქვეყნის და არც ხალხის პრობლემები არ ადარდებთ. პროცესში მთელი მსოფლიო ჩარეულია, შეგვათანხმეს და იმის ნაცვლად, რომ ხალხზე ვიფიქროთ, კიდევ უაზრო გაჯიუტება მიდის.
ეს არის მათი მავნებლობის მანიშნებელი და დამადასტურებელი. აბა, „ნაციონალურმა მოძრაობამ” მოიკითხოს ბენზინის ფასი რა გახდა? – ეს მათ შორის, კრიზისის ბრალია და იმის, რომ ექვსი თვეა ვსაუბრობთ გირაოზე, შესვლა-არშესვლაზე. გაღატაკდა და გაუბედურდა ეს ქვეყანა. შე დალოცვილო, გიხდიან გირაოს და გამოდი”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.