არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღე რჩება. 30 ოქოტომბერს საქართველოში არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მოსახლეობა ხუთი თვითმმართველი ქალაქის მერს აირჩევს.
განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, თუ რა მოხდება თბილისში.
დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ პიარსტრატეგია შეცვალა, ისევე როგორც მისმა კონკურენტმა ნიკა მელია.
პირველ ტურში ნიკა მელიას ფაქტობრივად, მხოლოდ რეფერენდუმზე აკეთებდა აქცენტს, კლასიკური გაგებით, საარჩევნო კამპანია ნაკლებად ჰქონდა და უშუალოდ არ უსაუბრია, რას გააკეთებს, თუკი დედაქალაქის ამომრჩეველთა უმეტესობა მას დაუჭერს მხარს. მისი გზავნილი ერთ საკითხს შეიცავდა, რიგგარეშე არჩევნების გარდაუვალობა.
ხოლო კალაძე, პირველ ტურში, მომღიმარი სახით, ყველას მოუწოდებდა არჩევნებზე მისულიყო – კამპანია საგნობრივ მსჯელობებზე, განხორციელებულ პროექტებსა და დაგეგმილ პროგრამებზე ჰქონდა აგებული. ამჯერად, მის კამპანიაში კიდევ უფრო მეტი კონკრეტიკით ვხედავთ დაპირებებს, თუმცა საზოგადოების ნაწილის ყურადღებას მაინც სარეკლამო ბილბორდებზე ფოტოს ცვლილება იქცევს – მისი ღიმილიანი სახის ნახვა მეორე ტურის წინ განახლებულ ბანერებზე შეუძლებელია.
რომელმა კანდიდატმა აირჩია უფრო მეტად გამართლებული პიარსტატეგიაა, ამ კითხვაზე „ფორტუნა“ კომუნიკაციების მართვის სპეციალისტს არჩილ გამზარდიას ესაუბრა.
„პირველ ტურში დედაქალაქის მერობის კანდიდატს, ნიკა მელიას არანაირი დაპირება არ ჰქონია, ახლა გაჩნდა სამი დაპირება.
- უფასო სადილი თბილისის ყველა საჯარო სკოლაში,
- 100 ლარიანი დანამატი ყველა თბილისელ პენსიონერს ყოველთვიურად
- 100 სტუდენტის სასწავლებლად საზღვარგარგარეთ გაშვება ყოველწლიურად.
კალაძემაც მის დაპირებებზე უფრო მეტი ხასგასმა მოახდინა.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია პირველ ტურში ოპოზიციას არ ჰქონდა მომცველი.
რადგან თვითმართველობის არჩევნებია, ზოგადი პოლიტიკის მიღმა ადამიანებს აინტერესებთ კონკრეტული სარგებელი. რა შეიძლება მიიღო სარგებელი ამა თუ იმ პარტიის ხელისუფლებაში შესაძლო მოსვლის შემდეგ. შესაბამისად, მათი საარჩევნო კამპანია უფრო მეტ კონკრეტიკას ითხოვდა, რაც ოპოზიციის მხრიდან მეორე ტურში შეიცვალა.
ახლა ცდილობენ, სამოქალაქო სარგებლიანობაზე ააგონ პროცესი და კონკრეკტული შეტყობინებებით დატვირთონ, რაც შეიძლება იყოს მიმზიდველი ამომრჩევლისთვის“. – ამბობს ანალიტიკოსი „ფორტუნასთან“.
როდის ჟღერს დაპირება დამაჯერებლად
„თანამედროვე საარჩევნო სტრატეგიაში, ცოტა პარადუქსულად ჟღერს, მაგრამ დაპირება არაიმდენად პროცესის რეალურობაზეა დამყარებული, არამედ ეფექტიანობაზე და არა იმაზე, რამდენად დამაჯერებელი შეიძლება, რომ იყოს.
საინტერესო ისაა, რომ ამ ოპონირებამ გაშლის შესაძლებლობა მისცა. არსებობს საკითხები, რომელიც სარგებლიანი შეიძლება გახდეს.
გარდა ამისა, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ პოლიტიკური კონტექსტისთვის ეს გამარჯვებები, რაც ოპოზიციას სჭირდება, არის ერთგვარი მორიგი სტარტაპის რეჟიმი, ამიტომაც ისინი დაინტერესებულები არიან, რომ განხორციელებადი იყოს დაპირებები.
თუმცა მოქალაქეები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ დამაჯერობლის ეფექტით იყოს განპირობებული და დანარჩენი არის დეტალები, რომელსაც თანამედროვე საკომუნიკაციო ტექნოლოგია მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ აქცევს.
რაც შეეხება სახელისუფლებო კანდიდატს, ვიტყოდი, რომ რაღაცნაირად არასწორი მიმართულება აიღეს.
პირველ ტურში ის უფრო საინტერესოდ პოზიციონირდებოდა, ის იყო უფრო პოზიტიურ დღის წესრიგზე აგებული. რადგან ის მოქმედი მერია, მას ჰქონდა საჩვენებელი საშუალებები, რა გაკეთდა წლების განმავლობაში და ასევე კონკრეტული შეტყობინებებით იყო დატვირთული, ისე რომ ადამაიანებს ამ პროცესებიდან მეტი პოზიტივი მიეღოთ.
კლასიკურ საარჩევნო კამპანიაში ნეგატიური მუხტი არ არის ხოლმე მისაღები ნორმა. ახალი ლიდერების წამოწევა მოქალაქეებს აინტერესებთ პესიმიზმიდან გამოყვანის მუხტის იმედით, იმისთვის, რომ ადამიანებმა უფრო მეტი სარგებელი მიიღონ, ვიდრე ჰქონდათ.
ჩვენთან არის მიღებული რომ წინასაარჩევნო სტრატეგია ნეგატივზე იყოს აგებული. მეორე ტურში, „ქართული ოცნების“ კანდიდატს სახე რომ დაუძაბეს, გამოხატულებები ექსპრესიული გაუხადეს, უფრო მეტი ნეგატივი შემოიტანეს, დარგობრივი თვალსაზრისით მაინცდამაინც მე რომ მკითხოთ, იდეალური გადაწყვეტა არ არის.
კალაძე პოზიტიური უნდა დარჩენილიყო. ადამიანებს სჭირდებათ გაუმჯობესება, ხმას უკეთეს პირობებს აძლევენ – ის, ვინც პესიმიზმიდან გამოყვანის იდეას ატარებს, ის ვინც მეტ სასარგებლო შეტყობინებას მიაწვდის მოქალაქეებს, ის იქნება მოქალაქეებისთვის მიმზიდველი.
ახლა შეიძლებოდა საკმაოდ საინტერესო ორთაბრძოლა მიგვეღო ჩვენ მათ შორის თბილისში იმ კუთხით, რომ უფრო მეტი სივრცე გაშლილიყო უპირატესობების დასამტკიცებლად.
ოპოზიციის კამპანია პირველ ტურში იყო მცდარი, რომელიც ზოგად პოლიტიკურ კონტექსში იყო აგებული. „ქართულმა ოცნებამ“ უფრო განაზოგადა საარჩევნო ახლანდელი ოპოზიციის წარსულის გახსენებით, ნაცვლად იმისა, რომ ყოფილიყო შეთავაზებების ერთგვარი შეჯიბრი.
საინტერესო იქნებოდა დებატები, რომელზეც სახელისუფლებო კანდიდატმა უარი თქვა.
პირველ ტურში კალაძის პასაჟი, რომ ის შეხვდებოდა ყველა კანდიდატს დებატზე, საერთო ჯამში ნორმალური შეთავაზება იყო, ამით მან გამოხატა ნება, რომ არ ჰყოფს მხარდაჭერის ხარისხის მიხედვით, ყველასთან ერთად გამოვიდა თანაბარ სივრცეში.
ის, რომ მელიამ დატოვა ეს პროცესი, არ იყო იდეალური გადაწყვეტილება, თუმცა მოხდა საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. ჩვენ ხაზგასმა უნდ აგავაკეთოთ, რომ იმ მომენტში ყველა კანდიდატს ძალიან მცირე შესაძლებლობა ჰქონდა საკუთარი პოოზიციის დასაფიქსირებლად.
როგორც წესი, მეორე ტური როცა დგება ხოლმე, იქ დებატებს, უფრო მეტი ფუნქცია ენიჭება. ამ მომენტში დებატებზე უარის თქმა (რაც კალაძემ გააკეთა), ამომრჩევლის მიმართ არასწორი დამოკიდებულებაა.
ამომრჩეველს სჭირდება შედარებითობა. დებატები ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ კანდიდატები, რომელიც მანამდე მონოლოგის რეჟიმში იყვნენ, დებატების დროს ისინი ახერხებენ მეტად შეჯიბრობის პრინციპის გამოხატვას და ჩვენ უფრო გვიადვილდება არჩევანის გაკეთება.
ამაზე უარის თქმა, ნებისმიერ დროს არაა სწორი გადაწყვეტა და არც პრაგმატული.
მეორე ტურში დებატები, შესაძლებლობას მისცემდა აუთვისებელ ელექტორატს, არჩევანის გაკეთების. რომელსაც არ აქვს გამოკვეთილი პოზიცია ამა თუ იმ კანდიდატის მიმართ“. – განმარტავს გამზარდია.
რომელი კანდიდატი დგამს პიარულად სწორ ნაბიჯებს
„ვიტყოდი, რომ პირველ ტურში ხელისუფლების კანდიდატების კამპანია უფრო საინტერესოდ მიმდინარეობდა, ვიდრე ოპოზიციის.
მეორე ტურში პირიქით, ოპოზიცია უფრო დამაჯერებლად და კომპლექსურად გამოიყურება,“ – აღნიშნა „ფორტუნასთან“ საუბარში გამზარდიამ.