LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შედგა არნახული მასშტაბის შეთანხმება ბევრ, ძალიან მრავალფეროვან და დაპირისპირებულ პარტიებს შორის: საბა ბუაძე

66
საბა ბუაძე

„შედგა არნახული მასშტაბის შეთანხმება ბევრ, ძალიან მრავალფეროვან და დაპირისპირებულ პარტიებს შორის“, – ამის შესახებ განცხადება „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ „პირველი არხის“ ეთერში გააკეთა.

ნიკა მელიამ თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძე წარადგინა

კითხვაზე, როგორ მოხდა, რომ „ლელოს“ ლიდერი შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე გახდეს, თუ ნიკა მელია თბილისის მერი გახდება, მაშინ, როცა „ლელო“ მუდმივად პოზიციონირებდა, რომ მესამე ძალა იყო, რომელსაც ორპოლუსიანობის გარღვევა შეეძლო, საბა ბუაძემ განაცხადა, რომ ამ შეფასებას ვერ ხვდება.

„ვერ მივხვდი, რა შეფასებაა. ნიკა მელია არის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომელიც თანამდებობაზე არჩევის შემდეგ პარტიის თავმჯდომარეობას დატოვებს და ესეც მნიშვნელოვანია. ვინ სად იქნება, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. არსებითი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ შედგა არნახული მასშტაბის შეთანხმება ბევრ, ძალიან მრავალფეროვან და დაპირისპირებულ პარტიებს შორის. ჩვენ მესამე ძალად არასდროს არ ვპოზიციონირებდით. ჩვენ გვინდა, ვიყოთ პირველი ძალა. ისევე, როგორც გვინდა, რომ საქართველომ დაიბრუნოს პირველობა რაღაცაში და არა კოვიდსიკვდილიანობაში, როგორც დღეს არის“, – განაცხადა ბუაძემ.

ხაზარაძე სააკაშვილის მორჩილი მსახური და მძიმე ფინანსური დანაშაულებების შემსრულებელი იყო – ღარიბაშვილი

“მადლობა ბნ პრემიერო” – ხაზარაძე ღარიბაშვილს პასუხობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g