LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაზარაძე სააკაშვილის მორჩილი მსახური და მძიმე ფინანსური დანაშაულებების შემსრულებელი იყო – ღარიბაშვილი

81
Untitled design (6)

პრემიერ-მინისტრი “ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივით შექმნილ ჩრდილოვან კაბინეტს აფასებს და აცხადებს, რომ ახალ კოალიციურ გუნდში არც ერთი წევრი არ არის სხვა პარტიის წარმომადგენელი, გარდა მამუკა ხაზარაძისა, რომელიც ღარიბაშვილის განცხადებით, ფიქტიურად იყო სხვა პარტიის წარმომადგენელი, სინამდვილეში კი ყოველთვის მიხეილ სააკაშვილის მორჩილი მსახური იყო.

მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძე მძიმე ფინანსური დანაშაულებების ჩვეულებრივი შემსრულებელი იყო:

“ნებისმიერ ბიზნესმენს ჰკითხეთ – მამუკა ხაზარაძე იყო მძიმე ფინანსური დანაშაულებების ჩვეულებრივი შემსრულებელი. ღამის ორ-სამ საათზე მიჰყავდათ ბიზნესმენები ნოტარიუსთან, მათ შორის “თი-ბი-სი” ბანკშიც, ხაზარაძის ოფისებშიც და ხდებოდა ბიზნესების გადაფორმება, ბანკიდან სესხის გაცემა ფიქტიურად.

რა თქმა უნდა, სააკაშვილის დროს იმ თანხას თვითონ სახელმწიფო ართმევდა ბიზნესმენს და ამ დიდ დანაშაულებრივ სქემაში იყო ჩართული ხაზარაძე. ეს ყველამ იცის, ნებისმიერმა ბიზნესმენებმა და ათობით, ათასობით ადამიანი არის დაზარალებული და დღემდე სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ. აქედან გამომდინარე, ეს ფარსი, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, არის ჩვეულებრივი “ნაციონალური მოძრაობის” გუნდის პრეზენტაცია. რა შეიძლება ამაზე კომენტარი გავაკეთო, გარდა იმისა, რომ 30 ოქტომბერს ისინი სასტიკად დამარცხდებიან ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისშიც და ქვეყანა გააგრძელებს მშვიდ განვითარებას.” – თქვა ღარიბაშვილმა.

ვრცლად ამავე თემაზე:

ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში დედაქალაქის მერის კიდევ ერთი მოადგილე ზურაბ ჯაფარიძე იქნება

ნიკა მელიამ თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძე წარადგინა

გამარჯვების შემთხვევაში პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობას არ ვაპირებ, დავრჩები პარტიის რიგით წევრად

მაჭარაშვილი: “ლელოს” და “გირჩის” გადაწყვეტილება მგლის თავზე სახარების კითხვას ჰგავს… “ნაცმოძრაობის” დანამატი გახდნენ

 

პოპულალურები