LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვარ თუ არა დასანქცირებული ამხელა გზა უნდა გავიარო, ვიფრინო საათობით, დღე-ღამე უნდა ვიმოგზაურო იმისთვის, რომ დავადგინო აშშ-ს სანქცია დამიწესდა თუ არა… რასთან გვაქვს საქმე თქვენ ხვდებით? მე ვერ ვხვდები!“ – დაჩი ბერაია

187
დაჩი ბერაია

„გეგმაში არ მაქვს ამერიკაში წასვლა, თუმცა იმ ინტერესის გამო, ვარ თუ არა დასანქცირებული ამხელა გზა უნდა გავიარო, ვიფრინო საათობით“ – ასე ეხმაურება ამერიკის მხრიდან დაწესებულ სავიზო შეზღუდვებს, უმრავლესობის წევრი, დაჩი ბერაია.

„არასერიოზულია, ღიმილის მომგვრელია სანქციებზე საუბარი, არანაირი შეტყობინება არ მიმიღია“ – კალაძე

ბერაიას განცხადებით, შეეძლოთ სავიზო შეზღუდვებს შესახებ ინფორმაცია წერილობით შეეტყობინებინათ, როგორც მოსამართლეების შემთხევაში მოხდა:

„ამ ყველაფერში რაიმე „პოზიტიური“ თუ უნდა დავინახოთ, ის არის, რომ ოპოზიციას 2 დღით გაუხანგრძლივდა პოლიტიკური სიცოცხლე“ – ნინო წილოსანი 

„არ არის ეს ჩემი გეგმის ნაწილი, რომ ამერიკაში მივდიოდე, თუმცა იმ ინტერესის გამო, ვარ თუ არა დასანქცირებული ამხელა გზა უნდა გავიარო, ვიფრინო საათობით, დღე-ღამე უნდა ვიმოგზაურო იმისთვის, რომ დავადგინო აშშ-ს სანქცია დამიწესდა თუ არა.

„ქმედებები, რომლებსაც დამატებით ვამზადებთ, მაინცდამაინც სავიზო შეზღუდვებთან არ იქნება დაკავშირებული“ – მეთიუ მილერი

უტრირება მოვახდინე ფაქტის, რომ დავადგინო ვარ თუ არა სანქცირებული, დღე-ღამე უნდა ვიმგზავრო იქით და დღე-ღამე აქეთ, მხოლოდ იმიტომ, რომ დავადგინო, შეეძლოთ, წერილობით შეეტყობინებინათ, შეეძლოთ როგორც მოსამართლეების შემთხვევაში, საჯაროდ გაეცხადებინათ და რასთან გვაქვს საქმე თქვენ ხვდებით?! მე ვერ ვხვდები“ – ამბობს ბერაია.

„მთავარი გამარჯვება გველის წინ, 26 ოქტომბერს!“ – ოპოზიციის გამოხმაურებები აშშ-ის მიერ დაწესებულ სავიზო შეზღუდვებზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g