LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,შეგიძლიათ უთხრათ თქვენ ბიჭებს, რას აკეთებ უგუნურო? ვის მიმართ გაქვს მომართული იარაღი, შენი სისხლის და ხორცის მიმართ?” – თამრიკო ჭოხონელიძე სპეცრაზმელების დედებს მიმართავს

372
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (1)

თბილისში, პარლამენტის შენობასთან საქართველოს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე მოქალაქეებს სიტყვით მიმართა მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ.

მან სპეცრაზმელების დედებს მოუწოდა, სთხოვონ შვილებს, ნუ აწევენ ხელს თავიანთ ძმებსა და დებზე, თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებზე.

“ჯერ კიდევ არ არის გვიან. ქალებს ყველაფერი შეგვიძლია. შეგიძლიათ მოქაჩოთ თქვენი ბიჭები და უთხრათ, რას აკეთებ უგუნურო? ვის მიმართ გაქვს მომართული ეს იარაღი? შენი სისხლის და ხორცის მიმართ? ეს ხომ სასწაულია და ეს ხომ საქართველოში უდიდესი სირცხვილია!

მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ისტორია კარგად არ იციან. არ იციან რა გაგვიკეთა რუსეთმა წლების განმავლობაში!” – თქვა თამარ ჭოხონელიძემ აქციაზე გამოსვლისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები