აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც აშშ-ში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს მიმართავს გაზეთი #EastHamptonStar შეიძინონ და იმ ოჯახებს, სადაც თავად მუშაობენ, საქართველოზე სტატია წააკითხონ.
როგორც ცისნამი საყვარლიშვილი წერს, ერთ დროს თავადაც მომვლელად მუშაობდა, თუმცა, ახლა ამერიკულ გაზეთებში სტატიებს წერს.
„ძვირფასო მეგობრებო, განსაკუთრებით მათ მოგმართავთ, ვინც ისტ ჰემპტონში ცხოვრობთ. შეიძინეთ გაზეთი #EastHamptonStar და ნახეთ ჩემს მიერ დაწერილი სტატია საქართველოზე.
მინდა თქვენს ამერიკულ ოჯახებს აჩვენოთ სადაც მუშაობთ და უთხრათ რომ მეც ერთ დროს, „ქეარგივერად“ ვმუშაობდი და დღეს უკვე სტატიებს ვწერ ინგლისურად, ამერიკულ გაზეთებში.
იამაყეთ თქვენი თანამემამულეთი რომელსაც ძალიან უყვარხართ.
არ ვიცი ზუსტად რომელ გვერდზე ვარ. ხვალ მოვდივარ მანდეთ და ვიყიდი გაზეთს. კარგად გადაფურცლეთ და აუცილებლად მიპოვით.
განსაკუთრებული მოკითხვა ლელას, ნატალიას და მაკას.
სიყვარულით,
ცისნამი“, – წერს ცისნამი საყვარლიშვილი.