როგორც გუშინ გახდა ცნობილი, კრიშტიანო რონალდო და ჯორჯიანა როდრიგესი ოფიციალურად დაინიშნნენ. 40 წლის პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, 9-წლიანი ურთიერთობის შემდეგ, საბოლოოდ გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი და საყვარელი ქალი ოფიციალურად დანიშნა.
როდრიგესის ნიშნობის ბეჭედს, რომელიც მან რონალდოსგან მიიღო, უკვე აქტიურად განიხილავენ და ჯეფ ბეზოსის მეუღლის, ლორენ სანჩესის 30-კარატიან ბეჭედთანაც ადარებენ.
Daily Mail-ისა და Page Six-ის ცნობით, ჯორჯიანას გიგანტური ოვალური ფორმის ბრილიანტის ბეჭედი სავარაუდოდ 15-30 კარატს შორის მერყეობს, ხოლო მისი ღირებულება 2.5-დან 5 მილიონ ამერიკულ დოლარამდე შეიძლება იყოს.
„ეს ბეჭედი არის წარმოუდგენელი სამკაული. ოვალური ჭრილი გამოირჩევა განსაკუთრებული ბზინვარებით, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ბრილიანტის ბრწყინვალებას. ცენტრალური ქვა მოთავსებულია პლატინაში, რაც მისი გამძლეობისა და ელეგანტურობის საწინდარია“, – აცხადებს ცნობილი იუველირი, ლორა ტეილორი.
ალტერნატიული წყაროს ცნობით კი ცენტრალური ქვა შესაძლოა 30 კარატიანი იყოს, რაც მის ღირებულებას $5 მილიონზე მეტს ხდის.
„შეიძლება მილიონები დახარჯო, მაგრამ გემოვნებას ვერ იყიდი“, – წერენ კომენტარებში
რაც შეეხება ლორენ სანჩესის ბეჭედს, რომელიც მან ბეზოსისგან 2023 წელს მიიღო. ის გახლავთ 30-კარატიანი, ვარდისფერი ბრილიანტი „კუშენის“ ჭრით, რომლის ღირებულებაც $3-5 მილიონს შორის მერყეობს. სანჩესმა Vogue-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბეჭედი იშვიათი ვარდისფერი ქვითაა გაფორმებული.


