შეიძლება თუ არა ორსულობის დროს თმის შეღებვა, მელირება, შილაქი, გელლაქი, ეპილაცია, ბოტოქსი, ბიორევიტალიზაცია, ფილერი და სხვა კოსმეტიკური პროცედურები? – ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე გამომწერებს რეპროდუქტოლოგმა, გინეკოლოგმა, მანანა მგალობლიშვილმა უპასუხა.
„მელირება და თმის შეღებვა – მათ არ აქვთ პირდაპირი გავლენა ნაყოფზე, თუმცა მცირე რაოდენობით შეიწოვება დედის ორგანიზმში. არ არის საკმარისი კვლევები ჩატარებული, რომელიც დაადგენდა საღებავის მავნე ზემოქმედებას ნაყოფზე.
აქედან გამომდინარე უმჯობესია ორსულმა თმა შეიღებოს უამიაკო საღებავით და შეღებვისგან თავი შეიკავოს 12 კვირამდე, რადგან ამ დროს ხდება ნაყოფის ძირითადი ორგანოების და ფუნქციების ჩამოყალიბება. თმის შეღებვისას ეცადეთ, რომ ნაკლებად შეისუნთქოთ საღებავი, რომ ნაკლებად მოხვდეს ფილტვებში. ასევე სასურველია, რომ ის სივრცე სადაც თმას იღებავთ კარგად ნიავდებოდეს.
გელი და შილაქი – ის დიდი რაოდენობით შეიწოვება ფრჩხილის ზედაპირიდან, თუმცა კვლევები არ არის ჩატარებული.
ხშირად მეკითხებიან გავიკეთო გელლაქი და შილაქი, დიახ შეიძლება, თუმცა გირჩევთ გაითვალისწინოთ შემდეგი: ცხვირზე და პირზე აიფარეთ ნიღაბი, რათა არ შეისუნთქოთ ის მტვერი რომელიც წარმოიქმნება ფრჩხილების დამუშავებისას. კარგად უნდა ნიავდებოდეს სივრცე და სპეციალისტს უნდა ჰქონდეს სპეციალური გამწოვი აპარატი. ამ შემთხვევაშიც გირჩევთ 12 კვირამდე თავი შეიკავეთ ამ პროცედურისგან.
ეპილაცია უსაფრთხოა, თუ ის ტარდება „შუგარინგით“, ანუ ცვილით. ორსულებში ტკივილის და ალერგიის მიმართ მგრძნობელობა გაზრდილია, ამიტომ ვურჩევ ორსულებს, ეპილაცია პატარა უბანზე ჩაიტაროს და თუ კი რამდენიმე დღის შემდეგ არანაირი ცვლილება არ იქნება, შემდგომ უკვე მთლიან ზედაპირზე ჩაიტაროს.
ბოტოქსი, ბიორევიტალიზაცია, ფილერი – იმ ნივთიერებების გავლენა ნაყოფზე, რომელიც გამოიყენება აღნიშნული პროცედურების დროს არ არის შესწავლილი. არ არსებობს არანაირი კვლევები ამ საკითხთან დაკავშირებით, ამიტომ ბოტოქსს, ბიორევიტალიზაციას, ფილერს არ ვურჩევთ ორსულობის დროს“, – ამბობს მანანა მგალობლიშვილი.
შეიძლება თუ არა ორსულობის დროს: თმის შეღებვა, მელირება, შილაქი, გელლაქი, ეპილაცია, ბოტოქსი, ბიორევიტალიზაცია და ფილერი? #ორსული #ნაყოფი #ორსულობა #კოსმეტიკურიპროცედურებიორსულობისდროს #ექიმი #რეპროდუქტოლოგი #გინეკოლოგი
Posted by მანანა მგალობლიშვილი • Manana Mgaloblishvili on ოთხშაბათი, 21 მაისი, 2025