LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიძლება თუ არა წონის დაკლება სპორტულ დარბაზში?

115

ბევრს აინტერესებს, შეიძლება თუ არა წონაში დაკლება სპორტულ დარბაზში. გამოცდილი მწვრთვნელების განცხადებით, გახდომის ამგვარი მეთოდი აბსოლუტურად გამართლებულია, თუმცა აუცილებელია რამდენიმე წესის ცოდნა და გათვალისწინება.

ადამიანთა უმეტესობა სპორტულ დარბაზს სწორედ გასახდომად სტუმრობს. თუმცა, ბევრს ჭარბი წონის დაკლებასთან ერთად, დაკუნთული ტორსის შეძენაც უნდა, რისთვისაც საკმაარისი არაა მხოლოდ ძალისმიერი ვარჯიშები.

ყველამ კარგად იცის, რომ ძალისმიერი ვარჯიშები კუნთოვანი მასის გაზრდას და სხეულის საერთო წონის მომატებას ემსახურება, მაშინ როცა, კარდიოვარჯიშების მთავარი მიზანი ცხიმების დაწვა და სხეულის საერთო მასის შემცირებაა. თუმცა, არსებობს ძალისმიერი აერობიკაც – ფიზიკური დატვირთვის ტიპი, რაც ძალისმიერი ვარჯიშების საკმაოდ ინტენსიურ რიტმში განხორციელებას ნიშნავს.

ძალისმიერი და რიტმული (იგივე კარდიო) ვარჯიშების გაერთიანების საუკეთესო ვარიანტია – დაუთმოთ ორი დღე ძალისმიერ ვარჯიშებს ორი კი – რიტმულს. რა თქმა უნდა, ვარჯიშების ამგვარი გრაფიკი საკმაოდ ბევრ თავისუფალ დროს მოითხოვს, თუმცა შედეგი მართლაც ღირს დროის დახარჯვად, რადგან ამგვარი მეთოდით, თქვენ ჯერ კუნთოვან მასას შეივსებთ, მერე კი, ზედმეტი წონის დაკლებაზე იზრუნებთ, ცხომების დასაწვავად კი, თავისუფლად შგიძლიათ გამოიყენოთ შტანგა და ჰანტელები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები