LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ შეხვედრამ დამატებით იმის თქმის საფუძველი მოგვცა, რომ საბოლოოდ შევთანხმდებით: მამუკა მდინარაძე

76
მდინარაძე

”რაც კი რაციონალურია, სახელმწიოფებრივია და იურიდიულად გამართული შეიძლება იყოს, ყველაფერზე მოგყვებით, კი ბატონო, მაგრამ იურიდიულად გაუმართავ საკითხებზე, მათ შორის საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, გარკვეულ დეტალებში როდესაც სიღრმეში ჩავდივართ, გაუმართავ დეტალებზე ვერ წავყვებით. ამის შესახებ, ალეკო ელისაშვილთან და ლევან იოსელიანთან შეხვედრის შემდეგ, ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პარტია ”მოქალაქეებს” სურს, რომ ყველა საკითხზე ხელისუფლებისგან თანხმობა მიიღოს, რაც წარმოუდგენელია.

”ძალიან მოკლედ რომ მოგიყვეთ, შემიძლია გითხრათ, რომ შეიძლება ცოტა მეტი სიჯიუტითაც, ზედმეტი ე.წ. პრინციპულობითაც უდგებიან ყველა იმ საკითხს, რასაც ზოგადად ოპოზიცია აყენებს. მეჩვენება, რომ გარდა რიგგარეშე არჩევნებისა, რომელზეც ასე პრინციპულად არ უსაუბრიათ, პარტია ”მოქალაქეებს” სურთ, რომ ყველა საკითხზე მიიღონ ჩვენგან თანხმობა, რაც წარმოუდგენელია. არის იქ გარკვეული დეტალები, რაზეც თანხმობა უბრალოდ რაციონალურად, იურიდიულადაც კი შეიძლება შეუძლებელი იყოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ რაც კი რაციონალურია, სახელმწიოფებრივია, იურიდიულად გამართული შეიძლება იყოს, ყველაფერზე მოგყვებით, კი ბანოტო, მაგრამ იურიდიულად გაუმართავ საკითხებზე, მათ შორის საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, გარკვეულ დეტალებში როდესაც სიღრმეში ჩავდივართ, გაუმართავ დეტალებზე ვერ წავყვებით. დანარჩენი, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შეხვედრამ მოგვცა დამატებით იმის თქმის საფუძველი, რომ შევთანხმდებით საბოლოოდ და მათ ალბათ, ექნებათ იმისი თქმის უფლებაც და საფუძველიც, რომ ”ქართულმა ოცნებამ” გარკვეული დათმობები განახორციელა და მათი პირობები, ასე ვთქვათ, შესრულდა”. აღნიშნა, მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში არჩილ თალაკვაძესა და მამუკა მდინარაძეს შეხვდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები