„ახლა ძალიან რთულია რამე კომენტარის გაკეთება. შემზარავი ამბავია, ამ დროს ერთი სული გაქვს ვიღაცისკენ ხელი გაიშვირო, მაგრამ მიუხედავად ამ ემოციური მძიმე ფონის და ჟინის, რომ კონკრეტულად ვიღაცისკენ ხელი გაიშვირო, ძალიან ბევრი დეტალია გასარკვევი”, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „ფორტუნას“ ეთერში ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განაცხადა.
„რა ხდებოდა იქ, კომპანიის ბრალია, მუნიციპალური სამსახურების [ბრალია].. ძალიან ფრთხილად არის ეს ყველაფერი გამოსაძიებელი.
ფაქტია, რომ ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს, რომ შადრევანში, რომელიც საზოგადოებრივად ხელმისაწვდომ ადგილასაა, მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს და უსაფრთხოების წესები მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული.
კიდევ ერთხელ ვამბობ, სანამ კონკრეტულ პასუხისმგებლობაზე მივალთ, ძალიან ბევრი დეტალია გასარკვევი, ამიტომ გამიჭირდება ვინმეზე ვთქვა..
წარმომიდგენია, ახლა რა ხდება ამ მოზარდის ოჯახში, დანარჩენი ორი ბავშვიც ღმერთმა კარგად ამყოფოს.
როდესაც გაირკვევა კონკრეტული პასუხისმგებელი უწყება, სტრუქტურა თუ პიროვნება, რაც კი სასჯელის სიმკაცრეა, ყველაფერი თავს უნდა დაატყდეს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“.
მოხდება უმკაცრესი რეაგირება – პრემიერი ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე