LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შენ თუ თავში არ გესროლოო, მეძახდა სამიდან ერთი, როცა დაგდებულს მირტყამდა“ – რას წერს ზუკა ბერძენიშვილი მასზე თავდასხმის შემდეგ

208
ზუკა ბერძენიშვილი

სამოქალაქო აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი, რომელზეც, მისი თქმით, ცოტა ხნის წინ, სამმა პირმა ფიზიკურად იძალადა, მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„სამნი იყვნენ, მანქანით ელოდებოდნენ, ზურგიდან მიეპარნენ და მერე გაიქცნენ“ – სალომე ბარკერის ინფორმაციით, ზუკა ბერძენიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ

„შენ თუ თავში არ გესროლოო, მეძახდა სამიდან ერთი, როცა დაგდებულს მირტყამდა. არ ჰყოფნიდა რასაც შვრებოდა და ზევიდან ფანტაზირებდა.

ვაი თქვენს პატრონს ბიჯებო. ყველა შენახული მყავხართ“, – წერს ზუკა ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, ზუკა ბერძენიშვილზე ფიზიკური ძალადობის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია ასევე სამოქალაქო აქტივისტმა, სალომე ბარკერმა სოციალურ ქსელში გაავრცელა და ფაქტის ამსახველი შესაბამისი ფოტო გამოაქვეყნა.

შენ თუ თავში არ გესროლოო მეძახდა სამიდან ერთი როცა დაგდებულს მირტყამდა ) არ ყოფნიდა რასაც შვებოდა და ზევიდან ფანტაზირებდა. ვაი თქვენს პატრონს ბიჯებო ❤️ ყველა შენახული მყავართ

Posted by Zuka Berdzenishvili on სამშაბათი, 11 ივნისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g