LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შენი ვენახიდან დავწურე სხვადასხვა სახეობის ღვინო და აუცილებლად დავლევთ გამარჯვების სადღეგრძელოს ძალიან მალე – მიხეილ სააკაშვილის ძმის ემოციური მიმართვა

3958
Untitled design (54)

საქართველოს მესამე პრეზიდენტს ძმა გიორგი სააკაშვილი მიმართავს და სთხოვს, შიმშილობა შეწყვიტოს.

მისი თქმით, ის ქვეყანას ჯანმრთელი და ენერგიული სჭირდება.

„ჩემო მიშა, შენი ჩამოსვლით ყველას დაანახე, თუ როგორ გიყვარს შენი სამშობლო, როგორ მზად ხარ გვერდზე ედგე მუდამ შენს ქვეყანას. გადადე ყველაფერი და ჩამოხვედი შენს მონატრებულ სამშობლოში, რომლის განვითარებაში დიდი წვლილი მიგიძღვის. ჩემთვის ძალიან რთულია იმის ყურება, რომ შიმშილობ 32 დღეა.

დღეს, როგორც არასდროს ქვეყანას ჭირდები ჯანმრთელი და ენერგიული. დარწმუნებული ვარ ყველა ხერხს მიმართავ სამშობლოს გადასარჩენად.

გთხოვ შეწყვიტო შიმშილობა. ეს მარტო მტრის წისქვილზე ასხამს წყალს.

შენი ვენახიდან დავწურე სხვადასხვა სახეობის ღვინო და აუცილებლად დავლევთ გამარჯვების სადღეგრძელოს ძალიან მალე“. – წერს სოციალურ ქსელში გიორგი სააკაშვილი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები