„პასუხი კობახიძეს – შენნაირი კოლაბორანტების დამსახურებით დავკარგე სახლი ჩემს სამშობლოში“, – ამის შესახებ უკრაინის მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნულით უპასუხა „ქართული ოცნების“, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც მან თქვა, რომ არახამია „უსამშობლო ადამიანია“.
მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადამწყვეტი იქნება არა უკრაინის ხელისუფლების პოზიცია, არამედ „გლობალური ომის პარტიის“.
კობახიძე არახამიაზე: არც უკრაინაა მისი სამშობლო, არც საქართველო, არც რუსეთი, მას სერიოზული პრობლემები აქვს
„მოვა დრო და ქვეყანა გაიგებს, რომ საქართველოს პოლიტიკური ინტერესების პლატფორმად იყენებ და სინამდვილეში რუსეთია შენი სამშობლო, სადაც გაქცევა მოგიწევს, რადგან სხვაგან არსად მიგიღებენ.
შენნაირებისგან გათავისუფლებით იზეიმებს საქართველოც და უკრაინაც მტერზე გამარჯვებას, რასაც როგორც ხედავ, წარმატებით ვახერხებთ“. – წერს დავით არახამია facebook-ზე.