LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შენობაში იქნება ყოველდღე უფასო ტანსაცმელი და ყოველ კვირა დღეს, ნებისმიერი ადამიანისთვის უფასო საჭმელი – რა ინფორმაციას ავრცელებს აკა სინჯიკაშვილი

83
აკა სინჯიკაშვილი

ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი საზოგადოებას პირველ ივნისს დაგეგმილ საქველმოქმედო ღონისძიებაზე ეპატიჟება.

აკა სინჯიკაშვილის ვრცელ სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

„ასეთი ბედნიერი დღე რამდენიც მქონია, ერთი ხელის თითებზე დაითვლება და მთელი გულით გთხოვთ ბოლომდე წაიკითხეთ ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

?ხვალ, 1 ივნისს, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი არსებების – ბავშვების დაცვის საერთაშორისო დღეს, იხსნება ჩემი და უამრავი ადამიანის საოცნებო შენობა ❤️

?”მოხალისეები ადამიანებისთვის”?

?შენობაში იქნება ყოველდღე უფასო ტანსაცმელი და ყოველ კვირა დღეს ნებისმიერი ადამიანისთვის უფასო საჭმელი

? ხვალ, დღის 12 საათიდან აუცილებლად მოიყვანეთ ბავშვები.

ნებისმიერი სტატუსის და ნებისმიერი შესაძლებლობების ❤️ ჩვენ ყველა პატარასთვის ტკბილეული და საჩუქრები გვაქვს ❤️❤️❤️
ვასწავლოთ ბავშვებს ადამიანების დახმარება ❤️❤️❤️❤️❤️

მოიტანეთ ნებისმიერი რამ, რაც სახლში აღარ გჭირდებათ – ტანსაცმელი, სათამაშოები, ჭურჭელი, საოჯახო ნივთები, წიგნები და საერთოდ ყველაფერი, რაც გგონიათ რომ ვინმეს გამოადგება ❤️ და აუცილებლად წამოიყვანეთ შვილები, შვილიშვილები, ნათესავი ბავშვები❤️ ეს ბავშვების დღეა ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

?გეპატიჟებით ყველა ტელევიზიას, გამომცემლობას, ბეჭდურ და ონლაინ მედიას. ყველა მოხალისეს, რომლებიც როდისმე ერთხელ დაგვხმარებიხართ.

? კომპანიებს, ვისაც კი შეგიძლიათ ადამიანებს რამით დაეხმაროთ. ყველას სახელი იქნება დაწერილი ჩემს პოსტში და შენობის კედლებზე ❤️

?ხვალ შევაგროვებთ ყველაფერს და 2 ივნისიდან დავიწყებთ გაცემას ყველასთვის, ვისაც დაგჭირდებათ ❤️
აქ ჩემი დამსახურება 2%-ც არ არის! ვერ წარმოიდგენთ რამდენი ადამიანის უძილო ღამე და ოფლი და სისხლია დაღვრილი ამ შენობისათვის ❤️

?გაგვივრცელეთ ეს ამბავი როგორც შეძლებთ ❤️ იმიტომ რომ ქალაქში იქნება შენობა, რომელიც ათასობით ადამიანს ჩააცვამს და

დააპურებს ❤️
?შენობის მისამართი – ვაჟა ფშაველას გამზირზე, წმინდა ბარბარეს ეკლესიასთან, დავით თავხელიძის 1 ნომერის ეზო. ეკლესიის კედელთან, შლაგბაუმზე შემოხვალთ და პირდაპირ დაინახავთ დიდ წარწერას ❤️ დამირეკეთ ნებისმიერ საქმეზე. ჩემი ნომერი – 558 18 12 18.
?შენობის ძალიან დიდხანს არსებობისთვის –
ანგარიშის ნომერი:

საქართველოს ბანკი
#GE35BG0000000144817300
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისიბანკი
#GE90TB7603845061100016
PayPal – [email protected]

უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით – Akaki Sinjikashvili
? ეს მხოლოდ დასაწყისია! ასეთი შენობა ყველა ქალაქში უნდა გავხსნათ სანამ სული გვიდგას ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️
? იმიტომ, რომ #სიკეთეგადამდებია
მთელი გულით მიყვარხართ ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️
მე ბედნიერი ვარ ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️“, -წერს აკა სინჯიკაშილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები