LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შერი 80 წლის იუბილეზე 40 წლით უმცროს ალექსანდრე ედვადსზე დაქორწინდება – უახლესი დეტალები

219
page

პოპ-მუსიკის ლეგენდა, შერი, რომელსაც მაისში 80 წელი შეუსრულდება, იუბილეზე 40 წლით უმცროს შეყვარებულზე, ალექსანდრე ედვარდსზე დაქორწინდება.

The Mirror-ის წყაროს ცნობით, შერი თვლის, რომ მისი დაბადების დღე ქორწილისთვის იდეალურია.

„ასაკი? შერი ამაზე არც კი ფიქრობს. ორივე მზად არის პასუხისმგებლობის ასაღებად“, – აცხადებს ინსაიდერი.

ცნობისთვის, შერი და ედვარდსი 2022 წლის ნოემბრიდან ხვდებიან ერთმანეთს. 2023 წელს ისინი მცირე დროით დაშორდნენ, თუმცა, მალევე აღადგინეს ურთიერთობა.

შერისთვის შედარებით ახალგაზრდა მამაკაცებთან ურთიერთობა არანაირი სიახლეს არ წარმოადგენს. მას რომანი ჰქონდა ტომ კრუზთან, როდესაც მსახიობი სულ რაღაც 23 წლის იყო, შემდეგ რიჩი სამბორასთან, რომელიც მასზე 13 წლით უმცროსი გახლდათ და Marvel-ის სცენარისტ, რონ ციმერმანთან, რომელიც შერიზე 12 წლით პატარა იყო.

ვარსკვლავი ორჯერ იყო დაქორწინებული, პირველ მეუღლისგან, სონი ბონოსგან, მას ჰყავს ვაჟი, ჩეზი, რომელმაც მოგვიანებით სქესი შეიცვალა. მეორე ქმარი გახლდათ მუსიკოსი, გრეგ ოლმენი, რომელთანაც შერის ელაიჯა ბლუ ოლმენი შეეძინა.

ალექსანდერ ედვარდს კი წარსულში ჰქონდა ხმაურიანი ურთიერთობა მოდელ, ემბერ როუზთან, რომელთანაც საერთო, ექვსი წლის შვილიც ჰყავს. მათი დაშორება სკანდალით დასრულდა, როუზმა საჯაროდ განაცხადა, რომ ედვარდსი მას ღალატობდა.

„ჩვენ უბრალოდ მაგრად ვერთობით“ – 79 წლის შერი 40 წლით უმცროსი შეყვარებულის შესახებ ალაპარაკდა

79 წლის შერი, 40 წლით უმცროსი საქმროს გვერდით, კვლავ გვიმტკიცებს, რომ ასაკს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს

„აი, ეს არის ჭეშმარიტი სიყვარული!“ – 79 წლის შერი 40 წლით უმცროსი საქმროს გვერდით ბრწყინავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები