LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შერონი ჩემი მეორე ნახევარია, ის ჩემთან ერთად გაიზარდა, მე კი მასთან ერთად“ – ოზი და შერონ ოსბორნებზე რომანტიკულ ფილმს გადაიღებენ

125
1280-ozzy-osbourne-sharon-osbourne-TBTinset-2pic

ლეგენდარულ როკ-მუსიკოსზე, ჯგუფ Black Sabbath-ის ლიდერზე, ოზი ოსბორნსა და მის მეუღლეზე, შერონ ოსბორნზე  ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებენ.

„ფილმი  ჩვენს ურთიერთობაზე იქნება. იმაზე თუ როგორ შეგვიყვარდა ერთმანეთი და როგორ დავქორწინდით. შერონი ჩემი მეორე ნახევარია, ის ჩემთან ერთად გაიზარდა, მე კი მასთან ერთად“, – განაცხადა არტისტმა The Rolling Stone-თან საუბარში.

ცნობისთვის, წყვილმა სულ ცოტა ხნის წინ, ქორწინების 38-ე იუბილე აღნიშნა.

აღსანიშნავია, რომ გადაღებები ჯერ არ დაწყებულა და არც მთავარი როლების შემსრულებლების ვინაობაა ცნობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები