LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შესაძლებელი რომ იყოს, იმ მილიონ შვიდი ათას ამომრჩეველს დავაყენებდით ქალბატონი კოსის სახლთან და მოესმინა მათი ხმისთვის“ – შალვა პაპუაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე

109
მარტა კოსი, შალვა პაპუაშვილი

„ლოჯისტიკურად რთული იქნება, თუმცა შესაძლებელი რომ იყოს, იმ მილიონ ას შვიდი ათას ამომრჩეველს დავაყენებდით ქალბატონი კოსის სახლთან და მოესმინა მათი ხმისთვის“,- ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროკომისარს გაფართოების საკითხებში მარტა კოსს, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა არ უსმენს საკუთარ ხალხს და არ სურს ევროპული გზით სიარული.

მარტა კოსი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოუსმინოს საკუთარ ხალხს და მიჰყვეს მათ სურვილს, გახდნენ ევროპის ნაწილი

„როგორც ჩანს, ქალბატონი კოსი სელექციურად უდგება საქართველოს, მისთვის ქართველი ხალხი თუ არიან მხოლოდ ის ხალხი, ვისაც ისინი ფულს უხდიან, ეს ძალიან მძიმე ყოფილა. დღემდე ქალბატონ კოსს არ დაუგმია პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი, მათ შორის, იმ ხალხის მხრიდან, რომლებსაც აფინანსებს ევროკავშირი. მანამ, სანამ ქალბატონი კოსი და სხვა ბიუროკრატები ბრიუსელიდან არ დაგმობენ პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივ შტურმს, მანამ, სანამ არ გაემიჯნებიან ძალადობრივ შტურმს, მანამ, სანამ არ შეწყვეტენ ამ მოძალადეების დაფინანსებასა და თავზე ხელის გადასმას, მანამდე, რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებები მხოლოდ ფარისევლობაა და სხვა არაფერი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ლუქსემბურგში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა იმართება, რომელზედაც საქართველოს საკითხსაც განიხილავენ. შეხვედრას ხელმძღვანელობს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი.

„გვსურს, პატივი ვცეთ ქართველი ხალხის მისწრაფებას, წინ წავიდნენ ევროპისკენ მიმავალ გზაზე…“ – საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g