LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესაძლებელია, 2024 წლის შემდეგ, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება გახდეს საჭირო: კახა კუჭავა

67
კახა კუჭავა

ერთპარტიული მმართველობა ავნებს ყველაფერს და საქართველოში ის არასოდეს იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ 2024 წლის შემდეგ, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება გახდეს საჭირო.

“მე პარლამენტის თავმჯდომარე ვიქნები თუ ჩვეულებრივი მოქალაქე, ასე გადავწყვიტო კოალიციური მთავრობა იქნება თუ არა ნამდვილად არ არის მართალი, ფაქტი ერთია, ამას საქართველოს მოსახლეობა გადაწყვეტს.”

კუჭავას განცხადებით, ის რეალობა თუ სად შეიძლება ვიყოთ ხვალ და ზეგ ყველა ხვდება, რომ თავისუფლად არის შესაძლებელი, მათ შორის 2024 წლის შემდეგ, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება გახდეს საჭირო, მაგრამ ეს არ არის თვითმიზანი ეს არის ხალხის არჩევანი.

“ერთპარტიული მმართველობა ავნებს ყველაფერს და საქართველოში ერთპარტიული მმართველობა არასოდეს იქნება“, – განაცხადა კუჭავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები