კრის მარტინთან მრავალწლიანი რომანისა და ქორწილის ჩაშლის შემდეგ, დაკოტა ჯონსონი კვლავ შეყვარებულია. მისი რომანი 28 წლის მომღერალ, Role Model-თან, რომლის ნამდვილი სახელიც ტაკერ პილსბერია, დადასტურდა.
36 წლის მსახიობი ახალ რჩეულთან ერთად ლოს-ანჯელესში, პაემანზე დააფიქსირეს. წყვილი ერთად სადილობდა, მოგვიანებით კი ისინი ხელჩაკიდებული სეირნობდნენ.
„შესანიშნავი ჩანაცვლება“, „ისევ მუსიკოსი და თან ბევრად ახალგაზრდა“, „კარგი წყვილი“, – არ წყდება კომენტარები.
დაკოტა ჯონსონი ახალ წელს ახალი სიყვარულით იწყებს – პირველი პაემანი კრის მარტინთან დაშორების შემდეგ
„შურისძიების მორიგი ლუქი“ – დაკოტა ჯონსონი Gucci-ის „შიშველი კაბით“ შეუდარებლად გამოიყურება


