LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეშფოთებული ვართ ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით, მოვუწოდებთ ინიციატივა უკან წაიღონ: გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი

91
გაერო

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი საქართველოში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.

“ღრმად შეშფოთებული ვართ პარლამენტისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ წინადადების წარდგენის გამო. დამოუკიდებელი ინსტიტუტის, რომელსაც მთავარი როლი აქვს წამების პრევენციასა და კონფიდენციალურობის დაცვაში, –  აღნიშნულია გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის განცხადებაში.

„მოვუწოდებთ უკან წაიღონ ინიციატივა და უზრუნველყონ ადამიანის უფლებათა ეროვნული მექანიზმების დამოუკიდებლობა“, – ნათქვამია განცხადებაში.

საკანონმდებლო პაკეტი, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება, პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება. პროექტის გათვალისწინებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება – სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია ექნება. რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, მას პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის და ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია ენიჭება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები