LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეშლილი და უნიკალური მერსედესი ფრანკფურტის ავტოშოუზე

975

შეშლილი და უნიკალური მერსედესი – სწორედ ასე უწოდეს ავტომოყვარულებმა გერმანულ ბრენდს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ფრანკფურტის ავტოშოუზე ორი განახლებული ავტომობილი „ბრაბუსი“ და „აემჯი ჯიტი ეს“ წარმოადგინა.

„ბრაბუსი“ ანუ იგივე Mercedes-Benz G500 4×4², საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება. განახლებული დიზაინი, რომელიც იტერიერსაც და ექსტერიერსაც კარგად ეტყობა, ნამდვილად იმსახურებს შექებას. გარდა ამისა, გერმანელებმა ამ მოდელში, 4.0ლიტრიანი ტვინ-ტურბო V8 ტიპის ძრავი მოათავსეს, რომლის სიმძლავრეც 422 ცხენის ძალაა, თუმცა დაბუსტვის შემდეგ, ავტომობილბმა 500 ცხენის ძალა მიიღო და 100 კმ/სთ-ს სულ რაღაც 6,9 წამში ანვითარებს, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე ელექტრონულად 210 კმ/სთ-ზე ლიმიტირდება.

 

 

რაც შეეხება „აემჯი ჯითი ეს“-ს ანუ Mercedes-Benz Brabus AMG GT S…  ახალ კუპეში დამატებულია ბოდი კიტი, რომელიც ავტომობილს აეროდინამიკის პრობლემების გადაჭრაში დაეხმარა. გარდა ამისა, კაპოტქვეშ „ბრაბუსის“ მსგავსად 4.0ლიტრიანი ტვინ-ტურბო V8 ტიპის ძრავია მოთავსებული, თუმცა დამატებითი დეტალების გამო, კუპეს 600 ცხენის ძალა აქვს, ხოლო 3.6 წამში 100კმ/სთ-ს  ანვითარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 325კმ/სთ-ა. ავტომობილი „მუნბლოკის“ 21-ან დისკებზე დგას და ტიტანიუმისგან დამზადებული გამონაბოლქვის სისტემით არის არჭურვილი, ტყავის სალონი და ალკანტარას ნაჭრით გაწყობილი საჭე, მერსედესის მომხმარებლებისთვი ნამდვილად კარგი სიახლე გახლვთ.

 

 

ჯერ-ჯერობით ავტომობილების სერიულ წარმოებაში ჩაშვების შესახებ ინფორმაცია არ ხმაურდება. თუმცა, ფაქტია, რომ წლევანდელ ფრანკფურტზე მერსედესმა ფურორი მოხდინა.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები