LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ფარმაცევტული დარგის წარმომადგენლებს შეხვდება

190

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან რაზმაძე 15მარტს, 15საათზე გამართავს შეხვედრას სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილებიზნესმენებთან – ფარმაცევტული დარგის წრამომადგენლებთან. შეხვედრა ჩატარდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქთბილისი, ისანი, რიჩარდ ჰოლბრუკის №8).

შეხვედრების მიზანია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებმა უშუალოდ მიაწოდონ ინფორმაცია კონკრეტულ ტენდერებზე, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული, მათი აზრით პრობლემური საკითხებისა და შესყიდვების სფეროში არსებული შესაძლო ხარვეზების შესახებ. აგრეთვე, წარმოადგინონ საკუთარი ხედვები, მოსაზრებები და პრობლემის გადაჭრის წინადადებები. სააგენტო ამ წინადადებებს და მოსაზრებებს აანალიზებს და ახდენს მათზე ადეკვატურ რეაგირებას.
მორიგი შეხვედრა 29 მარტს ჩატარდება და მოწვეულები იქნებიან სადაზღვევო და საპენსიო სფეროს წარმომადგენლები.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან რაზმაძის ინიციატივით, შეხვედრები ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებთან რეგულარულად, თვეში ორჯერ ტარდება. 2016 წელს ამ ფორმატში სულ 16 შეხვედრა ჩატარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g