გუშინ ტელეკომპანია „იმედის“ საახალწლო ეთერში მომღერალ ანრი ჯოხაძის გრანდიოზული სოლო კონცერტი გავიდა. მომღერალი პოპულარული სიმღერებითა და დუეტებით წარდგა, რამაც ტრადიციულად, მაყურებლის აღფრთოვანება დაიმსახურა.
მოგეხსენებათ, ანრი ჯოხაძემ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გრანდიოზული სოლო-კონცერტი დეკემბერში გამართა.
სატელევიზიო ჩვენებას უამრავი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის დიდი მოწონება დაიმსახურა ნინი ბადურაშვილთან ერთად შესრულებულმა სიმღერამ „მიყვარხარ“
„ნიჭის ზეიმი“, „ამოუწურავი ენერგია, როგორ შეუძლია მთელი კონცერტის განმავლობაში შეუსვენებლად იმღეროს და ისევ ისე პოზიტიურად მივიდეს კონცერტის კულმინაციამდე“, „ნიჭის და სილამაზის დღესასწაული!“, „ბრავო, ნამდვილი ვარსკვლავები“, „შეუდარებელი წყვილი“, „საოცარი შესრულება“, – წერენ ინტერნეტმომხმარებლები.
