LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შევცვლით აქციების ფორმას, რათა ხელისუფლებას ზედმეტი საბაბი არ მივცეთ – ზაალ უდუმაშვილი

63
BeFunky-collage (1)

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართული ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრაზე აქციების ფორმის შეცვლის თაობაზე ისაუბრეს.

რაც შეეხება დღევანდელ აქციას, როგორც უდუმაშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს პარლამენტთან გამართული აქცია იყო მშვიდობიანი, მაინც ისმოდა რაღაც ბრალდებები რადიკალიზმზე.

„დღევანდელი აქცია იყო მშვიდობიანი და ჩვენ თავიდანვე გვქონდა დაანონსებული, რომ არანაირი ბლოკირება არ იქნებოდა, ვიდგებოდით პარლამენტის შესასვლელებთან. აქცია სკანდირებას ყოველთვის გულისხმობს, ჩუმი აქციები არ დაგვიანონსებია. მიუხედავად ამისა, ჩვენ მოვისმინეთ მთავრობის მეთაურისგან რაღაც ბრალდებები რადიკალიზმზე და ა.შ. ხელისუფლებას კიდევ რომ არ მივცეთ დამატებითი საბაბი ამ პერიოდში, როდესაც ჯერ კიდევ არის შანსი, რომ რაღაც მოლაპარაკებები შედგეს, ჩვენ დღეს ვისაუბრეთ აქციების ფორმის შეცვლაზე, მაქსიმალურად დაცული იყოს ყველა ის ნიუანსი, რომ ზედმეტი საბაბი არ მივცეთ ხელისუფლებას, კიდევ რაღაც მოლაპარაკების ჩაშლაზე რომ იყოს საუბარი. ეს აქციები ისედაც დაანონსებული იყო როგორც მშვიდობიანი, მაგრამ კიდევ უფრო ისეთ ფორმას მივცემთ, რომელიც არ მისცემს ხელისუფლებას ზედმეტ საბაბს სალაპარაკოდ“. – განაცხადა უდუმაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g