LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეწყდეს ხალხის ქუჩებში დევნა! დაპატიმრება! ბავშვების გასამართლება! თუ ყველას ევროკავშირში წევრობა უნდა, მაშინ გახსნას როგორც ევროკავშირმა საქართველოსთან, ასევე საქართველომ ევროკავშირთან მოლაპარაკება!“ – გიორგი გასვიანი

239
გიორგი გასვიანი

ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ „ქუჩებში ხალხის დევნა, დაპატიმრება და ბავშვების გასამართლება უნდა შეწყდეს“.

მისივე განცხადებით, „თუ ყველას ევროკავშირის წევრობა სურს, ევროკავშირმა საქართველოსთვის და საქართველომ ევროკავშირთან უნდა გახსნას მოლაპარაკება“.

„შეწყდეს ხალხის ქუჩებში დევნა! დაპატიმრება! ბავშვების გასამართლება! არ აქვს პოლიტიკურ მრწამსს მნიშვნელობა! თუ ყველას ევროკავშირში წევრობა უნდა, მაშინ გახსნას როგორც ევროკავშირმა საქართველოსთან, 🇬🇪🇪🇺 ასევე საქართველომ ევროკავშირთან მოლაპარაკება! 🇬🇪🇪🇺 ასე გაგრძელება არ შეიძლება!“, – წერს გიორგი გასვიანი.

მსახიობი ასევე წერს, რომ აქციების დროს დაკავებული მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე უნდა გათავისუფლდეს.

ადვოკატი – „საგამოძიებო ორგანომ ვერ გაბედა თავხედობა, ანდრო ჭიჭინაძისთვის ძალადობის ორგანიზება დაებრალებინა, მონაწილეობას ედავებიან“

„მგონია, რომ ცუდი სიზმარია…როგორ უნდა გაამართლონ, რომ ანდრო ჭიჭინაძე ბილ ლადენია“ – დოიაშვილი ჭიჭინაძეზე

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის მამა: „მისი დაკავება არის საჩვენებელი დასჯა… მე ამაყი ვარ ანდროთი, ის აკეთებს იმას, რისიც სჯერა, ყოველთვის სამართლიანობის მომხრე იყო“

„თითქოს აღარაფერი გაგიკვირდება, მაგრამ მაინც ძალიან გასაკვირია ჩემთვის ანდროსნაირი კეთილსინდისიერი და წესიერი მოქალაქე სახლში შევარდნით რომ დაიჭირეს“ – ბახვა ბრეგვაძე ანდრო ჭიჭინაძის დაკავებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g