დაკავებული Diddy-ის დედამ, ჯენის კომბსმა გამოცემა Daily Mail-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა და საზოგადოებას მოუწოდა, მის შვილზე ნეგატიურ კონტექსტში საუბარი და მისთვის რეპუტაციის შელახვა შეწყვიტონ.
„მე ახლა მოგმართავთ, როგორც დედა, რომელიც გაოგნებული და დაცარიელებულია იმ ბრალდებებით, რომელიც ჩემს შვილს წაუყენეს. ყოველივე ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სიცრუე. ყველა ეს ადამიანი ფულისთვის აკეთებ ამას. იმ ტკივილის გადმოცემა, რომელიც გამოწვეულია უდანაშაულო შვილზე ამდენი სიბინძურის მოსმენით, სიტყვებით შეუძლებელია. მე აქ იმისთვის არ ვარ, რომ ჩემი შვილი დავიცვა, დიახ, ის უშეცდომო არ არის, განსაკუთრებით მისი ყოფილი შეყვარებულის მიმართ, თუმცა, დანარჩენი მხოლოდ ცილისწამებაა“, – აცხადებს ჯენის კომბსი.
შეგახსენებთ, დოკუმენტების თანახმად, Diddy-ის მიმართ ბრალდება რეკეტსა და ტრეფიკინგს ეხება. რეპერის მეზობლებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ მის სახლში ხშირი იყო საეჭვო წვეულებები. რეპერის წინააღმდეგ უამრავი სარჩელია აღძრული, რომელთაგან უმრავლესობაში მას ბრალს სექსუალურ ძალადობაში სდებს. ყველაფერი კი არტისტის მეგობარი გოგოს, კეისი ვენტურას სარჩელით დაიწყო.
ვიდეო, რომელიც ქსელში რამდენიმე თვის წინ გავრცელდა, შემაძრწუნებელია. ის 2016 წლით თარიღდება და ლოს-ანჯელესის ერთ-ერთი სასტუმროს სათვალთვალო კამერის ჩანაწერია. კადრებში ჩანს, რომ ვენტურა ოთახიდან ბარგით ხელში გადის და ლიფტთან დგება. მოგვიანებით, ოთახიდან Diddy გამორბის, რომელიც კესის თავს ესხმის და ძირს აგდებს. შემდეგ რეპერი მეგობარ გოგონას ურტყამს, მისივე ნივთებს იატაკიდან იღებს და ძირს, უმოქმედოდ დავარდნილ ვენტურას, ოთახისკენ მიათრევს.