LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შიში, როგორც თავდაცვითი რეაქცია და შიში, რომელიც გვნებს – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

109
show13122

გადაცემის ლაივი LIVE

შიში, როგორც თავდაცვითი რეაქცია და შიში, რომელიც გვნებს – ამ და სხვა თემაზე მარტა ქარუმიძის საავტორო გადაცემაში ,,7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოკონსულტანტმა ეკატერინე ყიფიანმა ისაუბრა.

რა არის შიში?

შიში თავდაცვითი რეაქციაა სხვადასხვა საფრთხეზე, რაც თითოეულ ჩვენგანშია. შიში არის ორი ტიპის: რაციონალური და არარაციონალური. რაციონალურია შიში თუ ძაღლი გამოგვეკიდა, თან გვიყეფს და ამის გვეშინია. არარაციონალური შიში კი რეალურ საფრთხესთან პირდაპირ კავშირში არაა, ის ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია. მაგალითად, თუ ძაღლი ქუჩაში თავისთვის წევს, არ გვერჩის და მაინც პანიკურად გვეშინია.

დასწავლადია თუ არა ირაციონალური შიში?

ირაციონალური შიში დასწავლილია, მისი ჩამოყალიბება ხდება რაიმე სიტუაციის ან მოვლენის გამო. მაგალითად, თუ ბავშვობაში ძაღლმა გვიკბინა, ძაღლის გვეშინია. თუ პარტნიორთან ურთიერთობაში ცუდი გამოცდილება გვქონდა ახალი ურთიერთობების გვეშინია, თუ საჯარო გამოსვლა წარუმატებელი იყო ახალი ნაბიჯის გვეშინია. ანუ ხდება კონკრეტული სიტუაციის განზოგადება სხვა შემთხვევებზე, რაც იწვევს შფოთვას. შფოთვის ერთ-ერთი სახეობაა ფობი. სამასამდე ფობია არსებობს და ის ჩვენ კრეატიულ გონებაში წარმოიქმნება. მა: კლაუსტროფობია-დახურული სივრცის შიში. დენდროფობია-ხეების შიში;

ქოროფობია-ცეკვის შიში;

სომნოფობია-ჩაძინების შიში;

სპექტროფობია-სარკეში გამოსახულებების შიში და ა.შ.

შიშის შეგრძნება საშინელებათა ჟანრის ფილმის შექმნაა ჩვენ გონებაში, რაც დიდ წარმოსახვასთან და ენერგიასთანაა დაკავშირებული. ამიტომ ჩვენ გონებაში უნდა შევქმნათ სხვა ჟანრის ფილმი, კომედია ან რაიმე გამამხნევებელი. ჩვენი შფოთვა სხვა არაფერია თუ არა წარმოსახვა და წინათგრძნობები, თუ რა შეიძლება მოხდეს, ამ დროს ტვინს ჰგონია, რომ მართლაც რაღაც ცუდი ხდება და რთავს თავდაცვით მექანიზმს შიშის სახით.

ძლიერი სტრესიც შეიძლება გახდეს შიშის მიზეზი?

დიახ, საკუთარ გამოცდილებას გაგიზიარებთ. მამა გარდამეცვალა, ისე მოხდა რომ ოჯახის წევრები საქმეზე გავიდნენ და სასახლესთან მარტო მომიწია დარჩენა, უცებ უცნაური ხმები მომესმა, გარეთ ბნელოდა და რატომღაც ყველაფერი საშიში წარმოვიდგინე, მსგავსი განცდა არასდროს მქონია, წამებში აღმოვჩნდი ქუჩაში ქურქის გარეშე და დავურეკე ჩემ ძმას, მან იგრძნო ჩემი შეშინებული ხმა და როცა ვკითხე რა მანძილით იყო დაშორებული სახლიდან, მითხრა რომ უკვე სახლთან იყო, რა თქმა უნდა დასამშვიდებლად მითხრა. ისე გავიდა 10 წუთი მის მოსვლამდე, შიში გამქრალი მქონდა, ერთმა იმედიანმა სიტყვამაც კი იმოქმედა. თუმცა ამის შემდეგ როცა დავბრუნდი ჩემ სახლში ეს შიში ისევ დამიბრუნდა და მარტო ვერ ვრჩებოდი, ვერც ვამხელდი რადგან არავინაა შეჩვეული ჩემგან სისუსტეს და ყოველთვის მიყვარს როცა თავად ვპოულობ გამოსავალს. გადავწყვიტე გამეცნობიერებინა რისი მეშინოდა და რატომ? აღმოვაჩინე რომ ჩემი შიში ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო და უნდა გადავრთულიყავი სხვა რაიმეზე, ეს ძალიან დამეხმარა.

რა უნდა გავითვალისწინოთ შიშის წარმოქმნის დროს? თვითშთაგონება ყველაზე მნიშვნელოვანია. თუმცა არსებობენ ადამიანები ვისაც დამოუკიდებლად გამკლავება არ შეუძლიათ და აუცილებლად უნდა მიმართონ სპეციალისტს. ფსიქოლოგიაში არსებობს 5 ბაზისური ნაბიჯი შიშის დასაძლევად:

  1. პირველ რიგში ვაღიაროთ რომ რაღაცის გვეშინია და არ გავექცეთ შიშს.
  2. მეორე ნაბიჯი – წარმოვიდგინოთ ყველაზე საშინელი სცენარი რაც კი შეიძლება დაგვემართოს კონკრეტული შიში დროს.
  3. მესამე – არის გაცნობიერება იმისა, თუ რა არის იმის ალბათობა რომ ეს ყველაფერი მართლა დაგვემართოს, ამისთვის მოვიძიოთ მასალები, რა გამოცდილებები ჰქონიათ სხვა ადამიანებს კონკრეტული შიშის დროს.
  4. მეოთხე ნაბიჯია რელაქსაცია. შიში ფიზიოლოგიური რეაქციაა და პირველ რიგში ჩვენ სხეულზე აისახება, რაც გულის ცემის გახშირებით, კანკალით, ოფლიანობით და შფოთვით გამოიხატება! პირველ რიგში ემოციები უნდა მოვთოკოთ, ამისთვის არსებობს სუნთქვითი ვარჯიშები, მედიტაციები, სუფთა ჰაერზე ფეხით სეირნობა და ა.შ. უნდა ვისწავლოთ სხეულის და ემოციების კონტროლი.
  5. დავუპირისპირდეთ ჩვენ შიშს და დავამარცხოთ ის, ეს კი ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავაკეთოთ. ერთადერთი რამ რისიც უნდა გვეშინოდეს, თავად შიშია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g