LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შიშველი დენიელ რედკლიფის ფოტო გადასაღები მოედნიდან

259

ბოლო პერიოდში, დენიელ რედკლიფი ჰარი პოტერისგან მკვეთრად განსხვავებულ როლებს ირჩევს. იმისათვის, რომ ჯადოქარი ბიჭუნას ამპლუადან გამოვიდეს, მან ჯერ გვამი განასახიერა, ამჯერად კი პროექტში სახელწოდებით „ჯუნგლი“ მონაწილეობს.

ფილმის გადაღებები უკვ დასრულებულია, თუმცა, ქსელში მოხვდა კადრები, სადაც რედკლიფი ჯოელ ჯექსონთან და ალექს რასელთან ერთად ადგილობრივებისთვის სტრიპტიზს ცეკვავენ, მათ შორის არიან ბავშვები.

ინტერვიუებში დენიელი იხსენებს, რომ გადაღებები ძალიან გაუჭირდა, რადგან როლისთვის ძალიან გახდომა მოუწია. მისი თქმით, იყო დღეები, როდესაც ის საერთოდ ვერ ჭამდა, ხოლო როდესაც ჭამდა, მის რაციონში მხოლოდ კენკრა, ქათმის გულ-მკერდი, თევზი და ქატო იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები