კომპანია Skoda-მ ელექტრონული კონცეპტის Vision iV პირველი ფოტო გამოაქვეყნა. კუპეს მსგავსი კროსოვერის საჯარო დებიუტი ჟენევის ავტოსალონზე შედგება.
როგორც ბრენდის წარმომადგენლები აცხადებენ, სიახლე „შკოდას“ საფირმო სტილის ევოლუციას წარმოადგენს. შოუ-ქარის განმასხვავებელი ნიშანი მთელ ძარაზე გაყოლებული მანათობელი ხაზები იქნება. გარდა ამისა, კროსოვერმა განახლებული რადიატორის ბადე, სარკეების ნაცვლად კამერები და 22 დიუმიანი საბურავები მიიღო.
როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, Vision iV 2017 წელს გამოშვებული Vision E-ს მთვარ იდეას განავრცობს. კროს-კუპე MEB-ს პლატფორმაზეა აგებული და მის ორ ელექტროძრავს მთლიანობაში 306 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. ავტომობილი ერთი დამხუტვით 500 კმ-მდე მანძილს გადის.
–