ცოტა ხნის წინ ინტერნეტში ახალი ფილმის „მშვიდი ღამე“ თრეილერი გავრცელდა , რომლის გადაღებები გასული წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ფილმი საინტერესოა იმით, რომ ის კამილა გრიფინის სადებიუტო ნამუშევარია. მასში მთავარ როლებს კირა ნაითლი, რომან გრიფინ დევისი, მეთიუ გუდი, ანაბელ უოლისიდა ლილი როუზდეპი ასრულებენ.
„რეალური სიყვარული“ – როგორ იქმნებოდა ყველა დროის ყველაზე ლამაზი საშობაო ისტორია
კირა ნაითლისთვის ეს არის პირველი საშობაო ფილმი „რეალური სიყვარულის“ შემდეგ და მაყურებელი კინოსურათს მოუთმენლად ელის.
ცნობილია, რომ სიუჟეტის მიხედვით, მოვლენები აპოკალიფსურ ეპოქაში ვითარდება, როცა სამყარო განადგურების პირასაა. ერთადერთი ნათელი დღე შობის დღესასწაულია, როცა ოჯახი ძველ სახლში იკრიბება. ყველა სჯერა, რომ სამყაროს დასასრული მალე დადგება, გარდა პატარა ალბერტისა, რომელიც ოჯახის ყველაზე პატარა წევრია და მხოლოდ მას სწამს, რომ შობის ღამეს ყველანაირი სასწაული შეიძლება მოხდეს.