LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შონ მენდესი და The Weeknd კანადური ,,გრემის” ნომინაციებს ლიდერობენ

00132037

ჩანაწერების ხელოვნებისა და მეცნიერების კანადის აკადემიამ, Juno Awards-ის ნომინანტები დაასახელა.

გაირკვა, რომ ყველაზე მეტ, ექვს ნომინაციაში გამარჯვების შანსი შონ მენდესს აქვს. 20 წლის ვარსკვლავი მუსიკალური პრემიის მოპოვებას ისეთ კატეგორიებში შეეცდება, როგორებიცაა: ,,წლის შემსრულებელი”, ,,წლის სინგლი”, ,,წლის ალბომი”, ,,წლის კომპოზიტორი” და ,,ფანების რჩეული”.

აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელის მთავარი კონკურენტი სამ ძირითად კატეგორიაში, The Weeknd იქნება, რომელსაც წელს ხუთი ნომინაცია მიანიჭეს.

ცნობილია, რომ კანადური ,,გრემი” 17 მარტს, ონტარიოს შტატის ქალაქ ლონდონში გაიმართება. ცერემონიალის წამყვანი სარა მაკლაკლენი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები