LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შონ პენი აშშ-სგან და პოლონეთისგან უკრაინაში ვერტმფრენების გაგზავნას ითხოვს – მსახიობის უახლესი პოსტი „ტვიტერზე“

258
page

61 წლის მსახიობი და რეჟისორი, შონ პენი რუსეთ-უკრაინის ომში ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა, ის ცხელ ზონაში საბრძოლო მოქმედებების დაწყებისთანავე ჩავიდა, რათა რუსეთის შეჭრა უკრაინაში, ფირზე აღბეჭდოს და მსოფლიოს რეალური ისტორია უამბოს.

ფოტო: „თუკი უკრაინას მარტო დავტოვებთ ამ ბრძოლაში, ჩვენ ამერიკულ სულს დავკარგავთ“ – შონ პენი ცხელი ზონიდან განცხადებას ავრცელებს

61 წლის შონ პენი ფრონტის ხაზთან უკრაინელ მებრძოლებს გადამღებ ჯგუფთან ერთად შეუერთდა

ახლახან კი პენმა „ტვიტერზე“ პოსტი გაავრცელა, რომლითაც აშშ-სა და პოლონეთს უკრაინაში ვერტმფრენების გაგზავნისკენ მოუწოდებს.

„სულ ცოტა ხნის წინ მე პრეზიდენტი ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ანდრეი ერმაკთან ვისაუბრე, აშშ-სა და პოლონეთს მივმართავ, გააგზავნეთ უკრაინაში ვერტმფრენები“, – აღნიშნულია პენის პოსტში.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ მსახიობმა კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა:

„უხეში შეცდომა უკვე დაშვებულია, თუ ეს ყველაფერი არ შეჩერდება, მჯერა, პუტინი მთელი კაცობრიობის წინაშე ყველაზე საშინელ დანაშაულს ჩაიდენს. თუკი უკრაინას მარტო დავტოვებთ ამ ბრძოლაში, ჩვენ ამერიკულ სულს დავკარგავთ“.

შონ პენი ზელენსკიზე: მისი გამბედაობა, ღირსება, სიყვარული, რომელიც მოდის ადამიანისგან…როგორ გააერთიანა მან ქვეყანა – ამან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები