ვეტერანი ფეხბურთელი შოთა არველაძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისა და ე.წ გამჭვირვალობის კანონპროექტის წინააღმდეგ გამოსული დემონსტრანტების შესახებ საკუთარ მოსაზრებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
მისი მოსაზრებით, დაუჯერებელია, რომ წარსულის ამდენი მაგალითი საკმარისი არ არის და საკუთარი ამბიციების თუ თავსმოხვეული თემების გატანა, კვლავ ასეთი ფორმით ხდება:
„არ შეგვარგეს ის ზეიმი, რომელიც კვირების და თვეების განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო, არ შეარგეს განსაკუთრებით იმ მოზარდებს, რომლებიც სიხარულით სტადიონზე გადახტნენ და მთელი ღამე, დროშით ხელში, რუსთაველიდან თავისუფლების მოედნამდე იარეს.
„არა ამ კანონს და არა ყველა ინიციატივას, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს მომავალს.. არ არსებობს შემთხვევა, როცა ისტორიის რომელიმე მონაკვეთში, რუსეთი ისეთ გადაწყვეტილებაში გვიჭერდა მხარს, რომელიც ჩვენი ხალხისთვის იყო სასარგებლო“ – შოთა არველაძე
ამის შესახებ ქართველი ვეტერანი ფეხბურთელი სოციალურ ქსელში წერს.
დაუჯერებელია, რომ წარსულის ამდენი მაგალითი საკმარისი არ არის და საკუთარი ამბიციების თუ თავსმოხვეული თემების გატანა კვლავ ასეთი ფორმით ხდება. ხანდახან ჩუმად ყოფნა სჯობს, იმიტომ რომ ვხედავ თაობას, რომელიც ჩვენზე მეტს შეძლებს და ნაწილობრივ უკვე აკეთებს.
ხანდახან არაფრის თქმა სჯობს იმიტომაც, რომ ზოგჯერ ქმედების დროა და არა ლაპარაკის, მაგრამ დაუშვებელია მომავალი თაობის მიმართ მოქნეული ხელი ვინმეს შერჩეს.
„არა რუსეთს, საქართველოს გზა ევროპაშია“ – ბუდუ ზივზივაძე
არ გვჭირდება არავინ და არაფერი, რომელიც ძირს გამოგვითხრის, ყველას და ყველაფერს დაგვაპირისპირებს. გაიწვიეთ უკან ეს კანონი, მოუხადეთ ბოდიში დაზარალებულებს და მიეცით ქვეყანას ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობა.“ – წერს შოთა არველაძე.
არ შეგვარგეს ის ზეიმი, რომელიც კვირების და თვეების განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო, არ შეარგეს განსაკუთრებით იმ…
Posted by Shota Arveladze on Wednesday 1 May 2024