საქართველოს ეროვნული ნაკრების მორიგ ისტორიულ გამარჯვებას და ევრო 2024-ის მერვედფინალში გასვლას ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი შოთა არველაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„ვიჯერებთ დაუჯერებელს და შემდეგ, ასეთი დღეები რეალობად იქცევა. მადლობა მთელს გუნდს, სტაფს და ყველა ადამიანს, ვინც ეს გამარჯვება რეალური გახადა
საქართველო, წინ!“ – წერს შოთა არველაძე სოციალურ ქსელში.
ვიჯერებთ დაუჯერებელს და შემდეგ, ასეთი დღეები რეალობად იქცევა. მადლობა მთელ გუნდს, სტაფს და ყველა ადამიანს, ვინც ეს გამარჯვება რეალური გახადა 👏🇬🇪 საქართველო, წინ! ❤
Posted by Shota Arveladze on ხუთშაბათი, 27 ივნისი, 2024
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი პორტუგალიასთან 26 ივნისს გამართა და 2:0 გაიმარჯვა – ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა მეორე წუთზე. ორმოცდამეჩვიდმეტე წუთზე კი გიორგი მიქაუტაძემ ზუსტი პენალტით ნაკრებს მეორე ქულა მოუტანა.