LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოტლანდია თბილისშია, გუნდები დღეს ივარჯიშებენ

36

ხვალ, 20:00 საათზე ”დინამო არენაზე” ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრები შოტლანდიას დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ამ ორ ნაკრებს შორის გამართულ პირველ მატჩში შოტლანდიელებმა აკაკი ხუბუტიას ავტოგოლით მოიგეს.
6 ტურის შემდეგ შოტლანდიელებს 11 ქულა აქვთ და ჯგუფში მე-3 ადგილს იკავებენ გერმანიისა და პოლონეთის ნაკრები გუნდების შემდეგ. საქართველოს კი 3 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა.

დღეს, 17:00 საათზე შოტლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გორდონ სტრაჩანის პრესკონფერენციაა დაგეგმილი. 17:30 წუთზე კი “დინამო არენაზე” შოტლანდიის ეროვნული ნაკრები ივარჯიშებს.

19:00 საათზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, კახა ცხადაძე უპასუხებს ჟურნალისტის შეკითხვებს, ნახევარ საათში კი ქართველები ივარჯიშებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები