LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შოვში დაკარგულთა შორის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი სალომე ხეთაგურია“ – დათო ოქიტაშვილი

1042
Capture

შოვში დაკარგულთა შორის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი სალომე ხეთაგურია. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში კულტურის პალატის პრეზიდენტი დათო ოქიტაშვილი ავრცელებს.

“შოვში დაკარგულთა შორისაა ჩვენი ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი სალომე ხეთაგური. ღმერთს ვთხოვთ, ყველა დაკარგული ჯანმრთელი და უვნებელი დაუბრუნდეს ოჯახებს”, – წერს დათო ოქიტაშვილი ფეისბუქში.

ამ დროის მონაცემებით, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები