LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შრომის ინსპექცია ღამის კლუბებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

138
5f1a7f9b692b9

შრომის ინსპექცია ღამის კლუბებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

შრომის ინსპექცია მოუწოდებს ღამის კლუბებს, არ განახორციელონ დადგენილებით აკრძალული საქმიანობები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ობიექტების მიმართ გამოყენებული იქნება შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელი ჯარიმისა თუ დალუქვის სახით.

„შრომის ინსპექციის სამსახური 2020 წლიდან აქტიურადაა ჩართული სამუშაო ადგილებზე ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით უსაფრთხოდ ფუნქციონირების პროტოკოლის შემუშავებაში.

მოქალაქეების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სხვადასხვა სექტორული მიმართულებით, სამუშაო ადგილებისთვის შემუშავებულია 41 ზოგადი და სექტორული რეკომენდაცია, რომლის დანერგვაც მნიშვნელოვნად ამცირებს COVID19-ის გავრცელებასთან დაკავშირებულ რისკებს სხვადასხვა ბიზნეს ინდუსტრიაში.

მას შემდგომ, რაც პირველი დეკემბრიდან საქართველოში ამოქმედდა „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია, შრომის ინსპექციამ აქტიურად დაიწყო შეხვედრები სხვადასხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან. მათ შორის, ღამის კლუბების ასოციაციასთან (საქართველოს კულტურისა და შემოქმედების ინდუსტრიების ერთობა / act4culture), რომლის დროსაც განხილულ იქნა საქმიანობის უსაფრთხო და მდგრადი აღდგენის საკითხები. შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ უახლოეს პერიოდში სექტორი განაახლებს ფუნქციონირებას, რისთვისაც „მწვანე პასპორტებთან“ ერთად შრომის ინსპექცია სხვა კომპეტენტური უწყებების ჩართულობით შეიმუშავებს უსაფრთხოდ ფუნქციონირების პროტოკოლს, რომელიც უზრუნველყოფს მსგავსი ტიპის ივენთებზე მომხმარებელთა მაქსიმალურ დაცვას.

აღნიშნული ინფორმაცია ჩვენი მხრიდან აქტიურად მიეწოდა სექტორში რეგისტრირებულ სხვადასხვა ბიზნეს სუბიექტს.

მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მათგანი, რეგულაციების გვერდის ავლით, კვლავ განაგრძობს არანებადართული ივენთების ორგანიზებას, რომლის შედეგადაც მნიშვნელოვნად უარესდება ქვეყანაში არსებულ ეპიდ-ვითარებას.

სწორედ ამიტომ, შრომის ინსპექცია რეაგირებას მოახდენს ყველა არანებადრთული ეკონომიკური საქმიანობის გამოვლენის ფაქტზე.

ამასთანავე გაცნობებთ, რომ შრომის ინსპექციის მიერ, მერიის, ეკონომიკის სამინისტროსა და ბიზნესომბუდსმენის ჩართულობით გრძელდება მუშაობა უსაფრთხოების სექტორულ პროტოკოლზე, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს ინფექციის გავრცელების რისკებს.

სექტორული რეკომენდაციის/პროტოკოლის დამტკიცების შემდგომ უახლოეს პერიოდში დაგეგმილია სექტორის ფუნქციონირების განახლება.

შრომის ინსპექციის სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ღამის კლუბებს, არ განახორციელონ დადგენილებით აკრძალული საქმიანობები, წინააღმდეგ შემთხვევაში ობიექტების მიმართ გამოყენებული იქნება შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელი ჯარიმისა თუ დალუქვის სახით“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g