LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შს მინისტრის მოადგილე: „ევროკავშირის ოფისის თანამშრომლის საზღვარზე შემოშვებისას შეფერხება არ იყო მიზანმიმართული ქმედება, ეს იყო გარკვეული სახის შეცდომა – ოფისს განემარტა, რომ ამ ადამიანს აქვს საქართველოში შემოსვლის უფლება, ინციდენტი ამოწურულია“

108
ალექსანდრე დარახველიძე და ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომელი - საიმონ ვანდერბრუკი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – ალექსანდრე დარახველიძე, ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომელს, საიმონ ვანდერბრუკი საქართველოში არშემოშვების ფაქტს, „ტექნიკურ შეცდომას“ უწოდებს და ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ევროკავშირის საელჩოსთან კომუნიკაცია შედგა.

დარახველიძის თქმით, საელჩოში განემარტათ, რომ ვანდერბრუკს საშუალება აქვს, საქართველოში ჩვეულებრივად შემოვიდეს და იმ დიპლომატიური იმუნიტეტით ისარგებლოს, რასაც მას საერთაშორისო აქტები აძლევს.

შს მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ „ინციდენტი ამოწურულია“:

„მოგახსენებთ, რომ მსგავს ფაქტს ნამდვილად ჰქონდა ადვილი, თუმცა ეს იყო გარკვეული ტიპის ტექნიკური ხარვეზი და შეფერხება. იგივე საკითხთან დაკავშირებით ჰქონდათ შესაბამის უწყებებს საუბარი კონკრეტულ დიპლომატთან.

ჩვენი მხრიდან დაფიქსირდა პოზიცია, რომ ეს არ იყო მიზანმიმართული ქმედება, ეს იყო გარკვეული სახის შეცდომა, შესაბამისად, განემარტა, რომ ამ ადამიანს აქვს ჩვეულებრივად, საქართველოში შემოსვლის და დიპლომატიური პრივილეგიებით სარგებლობის უფლება, რაც ვენის კონვენციით და შესაბამისი, სამართლებრივი აქტებით არის განსაზღვრული. ასე რომ, ინციდენტი ამოწურულია და მე მგონი, ამაზე დამატებით საუბარი არ ღირს.“ – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წევრი და გაფართოების საკითხებში პროგრამის ოფიცერი, დიპლომატი – საიმონ ვანდერბრუკი არ შემოუშვეს. ამის შესახებ ინფორმაცია ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ხატია დეკანოიძმე და ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიანემ გაავრცელეს.

magti 5g